წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შეიგრძენით გაზაფხული ახალი არომატებით

ბლოგი:
თებერვალი 21, 2014
ავტორი Anika
გაზაფხულის დადგომა ჩემთვის მზის სხივების მატებასთან, თხელ, სიფრიფანა კაბებთან, ნაყინთან და ახალ სურნელთან არის ასოცირებული. სწორედ ამ დროს მინდება ხოლმე გამძაფრეაბით ახალი არომატების და შესაბამისად, ახალი შეგრძნებების და თავგადასავლების აღმოჩენა. დღეს მინდა ამ ახალ საგაზაფხულო არომა-ტურში ჩემთან ერთად გამოგზაუროთ.

Marc Jacobs-მა უკვე ცნობილი სურნელის, Daisy – Delight Editions-ის ახალი, ლიმიტერებული ვერსია წარმოადგინა. წინამორბედებთან შედარებით, ახალი ვერსია გაცილებით მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვიდა, რომლის კომპოზიციაც აივას ყვავილის, წითელი ვაშლის, ფორთოხლის, ზამბახის, გარდენიას, თეთრი მუსკუსის და სანდალის ხის ნოტებისგან შედგება - წესით, ეს სურნელი აქტიურ და იმავდროულად, ნაზ და რომანტიულ გოგონებს უნდა მოეწონოთ. სხვათა შორის, ამ სუნამოს სარეკლამო რგოლი ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა სოფია კოპოლამ გადაიღო და ის რგოლზე მეტად, მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო მოგაგონებთ - ვიდეო ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=dcyR7PFi-14.

500x500_0x59f91261_15178945221392907276

Yves Saint Laurent-მა ახალი სული შთაბერა თავის პოპულარულ Manifesto – L’Eclat-ის სუნამოს. შავი მოცხარის, ვარდის და ვანილის კომპოზიციას ჟასმინის ნაცვლად ფრეზიას ნოტები დაემატა, რის შედეგადაც ს ახალი სუნამო უფრო ცოცხალი გამოვიდა. არომატის შემქმნელები დარწმუნებული არიან, რომ სიახლე დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ ქალებისთვის არის განკუთვნილი.

550x400_0x59f91261_4866014171392970135

პარფიუმერული წყალი 212 VIP Rose by Carolina Herrera თავიდან გრილ და მსუბუქ არომატად მოგეჩვენებათ, თუმცა, კანზე მოხვედრის შემდეგ, ის მაცდუნებელ, მგრძნობიარე სურნელად იქცევა. ეს ყველაფერი განსხვავებული ნოტების იდეალური შეხამების დამსახურებაა: ვარდისფერი შამპანიურის, ატმის და ხის ქერქის ნოტები უდარდელი და მხიარული ქალის ტიპზეა გათვლილი. სარეკლამო რგოლის მთავარი მოქმედი პირი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენია, რომელიც დილამდე ღამის კლუბში ერთობა, მზის ამოსვლას კი ახლად გაცნობილ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკის ცათამბჯენის სახურავზე ხვდება.

550x400_0x59f91261_17476574251392972146

Balenciaga-ს Rosabotanica-ს შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ვარდის, მიხაკის და პიტნის ნოტებით გაჯერებული არომატი, რომლის სახეც ცნობილი მსახიობი კრისტენ სტიუარტია, რომანტიკულ, დახვეწილ ქალებს მოეწონებათ - როგორც ამბობენ, ის ძალიან ქალური და იმავდროულად მსუბუქი სურნელია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები