წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შემოდგომა და კანის მოვლის ახალი პროდუქტები

ბლოგი:
სექტემბერი 28, 2014
ავტორი Anika
შემოდგომის სეზონზე წესით, მეტნაკლებად გადაწყობილი უნდა ვიყოთ ამ დროისთვის: სეზონურ ხილ-ბოსტნეულს შევეჩვიეთ, გარდერობიც „დავათბეთ“, ბევრმა ჩვენგანმა სახლიც მოვათბეთ ალბათ და გვრჩება ერთ-ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტი: კანის მოვლის ახალ რეჟიმზე გადასვლა. ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, აგრილებულ კლიმატზე გადაწყობა კანისთვის ერთგვარი სტრესია, ამიტომაც, ამ დროს მას სათანადო მხარდაჭერა და სპეციალური მოვლა სჭირდება.

ახალი სეზონის მოსვლასთან ერთად, სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდები შესაბამის სიახლეებს გვთავაზობენ, რითიც კანის განებივრების შესაძლებლობა გვექნება. დღევანდელ პოსტში რამდენიმე ასეთ სიახლეს გაგაცნობთ.

L'Occitane-ის კანის მოვლის ზეთი ხაზიდან „l’immortelle biologique“ -  ეს ასაკობრივი ხაზი არამხოლოდ კანის ნაადრევ დაბერებას ებრძვის, არამედ კანის იდეალურ დატენიანებასაც უზრუნველყოფს. კიტრის, პრიმულას, ქაცვის და ასკილის ეთერზეთებზე დამზადებული ზეთი ამ ყველაფერთან ერთად ზომიერ ლიფტინგის ეფექტსაც იძლევა.

660x882_Quality100_3a0bda7455dae84d37afdae0b44052ea

დეტოქს-შრატი „One Essential Dior-ისგან - როგორც გამოვარკვიე, ლეგენდარული ფრანგული სახლის კოსმეტიკური ხაზის, კერძოდ კი თავის მოვლის საშუალებების შესაქმენლად, ამ სახლის ლაბორატორია ექსკლუზიურ და უნიკალურ ინგრედიენტებს იყენებს. მათ შორისაა, ბურკინა ფასოში საგანგებოდ Dior-ის კუთვნილებაში არსებული ბაღებიდან მიღებული ჰიბისკურის ექსტრაქტი (როგორ ჟღერს?!), რომელიც ახალი დეტოქს-შრატის დასამზადებლად გამოიყენეს. One Essential  შრატი კანს ტოქსინებისგან ათავისუფლებს და მას საჭირო ნივთიერებებით ამდიდრებს - შედეგად სახის კანი ჯანმრთელ და ერთგვაროვან ფერს იღებს.

660x164_Quality100_e5fb4e661a303dfda63d58b86d1c77a2

Darphin-ის Ideal Resource თვალის ირგვლივ საცხი - ვინაიდან ქალების მხოლოდ მცირერიცხოვანი ნაწილი ახერხებს ღამის განმავლობაში საკმარისად გამოძინებას და ე.წ. beauty sleep დიდი ნაწილისთვის რეალობის მიღმა დარჩენილი ფენომენია, ამდენად, Darphin-ის ლაბორატორიის ექსპერტებმა სპეციალური დამხმარე პროდუქტი შეიმუშავეს, რომელიც ღამით გამოძინებაში მართალია ვერ დაგვეხმარება, მაგრამ სამაგიეროდ, შეძლებს ეფექტურად შენიღბოს უძილობის ნაკვალევი: ჩაშავებული თვალის უპეები და შეშუპებები. თანაც, ეს თვალის საცხი ისეთ პრაქტიკულ შეფუთვაშია - მეტალის აპლიკატორითაა აღჭურვილი - რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის შესაძლებელი მისი დახმარებით თვალების გამოცოცხლება.

Idealia Eyes თვალის საცხი Vichy-სგან - ესეც დარფინის პროდუქტის მსგავსად, ღამის ძილთან მწყრალად მყოფი ქალებისთვისაა. საცხი კარგად ატენიანებს კანს, ერთგვაროვნებას ანიჭებს კანის ზედაპირს და შეშუპებეს ებრძვის ეფექტურად. ამ ყველაფერთან ერთად, საცხს წმინდა ოპტიკური ეფექტიც აქვს: უცებ ანიჭებს თვალებს მბზინვარებას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები