წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შემოდგომაზე კვების "ოქროს" წესები

ბლოგი:
სექტემბერი 25, 2015
ავტორი Anika
შემოდგომა ერთგვარი სასტარტო სეზონია ზამთრის სიცივეებში ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად. შემოპარულ სუსხთან ერთად, ტკბილისა და ცომეულისადმი ლტოლვა იმატებს, თავის შეკავება სულ უფრო მეტად რთული ხდება და შედეგად, ზედმეტი კილოგრამებიც არ აყოვნებს. ამიტომაც, რაც უფრო გონივრულად და წინდახედულად მოვიქცევით შემოდგომის სეზონზე, მით უფრო ნაკლები საშრომი და სადარდებელი გვექნება გაზაფხულისთვის.

როგორ მოვიქცეთ შემოდგომაზე?

- სამსახურში, უნივერსიტეტში დროის უქონლობის გამო დიდია იმის ალბათობა, რომ ხელი აკრძალულ საჭმელზე გაგექცეთ. ამიტომაც, შეეცადეთ დილით ჩანთაში ჩაიგდოთ "სათადარიგო" საკვები: იოგურტი, კეფირი, ხილი, ნუში, თხილი. შუადღის განმავლობაში მცირე ჯანსაღი წახემსება საღამოს საათებში გასტრონომიული კოლაფსისგან დაგიცავთ.

- მიირთვით ნელა, ყოველგვარი აჩქარების გარეშე, თუნდაც ლუკმა ერთი ციცქნა იყოს. არ დაგავიწყდეთ, რომ საჭმლის მონელების პროცესი პირის ღრუში იწყება და თქვენი დანაყრების შეგრძნება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად თუ ნელა მიირთმევთ საჭმელს. თუ მოახერხებთ, რომ აუჩქარებლად მიირთვათ, ასეთ შემთხვევაში მცირე ულუფაც კი დამანაყრებელი იქნება თქვენთვის.

660x517_1_25992c78a85d14fdc3a4f4b3e2f7176f@660x517_0x59f91261_1191206611413546380

- ჭამის დროს საკვებს არავითავრ შემთხვევაში არ მიაყოლოთ წყალი, ლიმონათი, წვენი ან ნებისმიერი სხვა სასმელი. დაიმახსოვრეთ სითხის მიღების ოქროს წესი: კვებამდე ნახევარი საათით ადრე ან კვების დასრულებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ.

- თუ თქვენ დიდი ულუფებით და დღის განმავლობაში 2-3-ჯერ კვებას ხართ მიჩვეული, ასეთ შემთხვევაში ჩვევა უნდა შეცვალოთ: ეს რეჟიმი უპირველეს ყოვლისა, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს ანელებს და მეორეც, დიეტოლოგების რეკომენდაციით, უმჯობესია, 5-6 ჯერ და მცირე ულუფებით ვიკვებოთ.

- არ მიგავიწყდეთ წყლის მიღება - 2 ლიტრი დღის განმავლობაში: არავითარი გაზიანი სასმელი, წვენები და ა.შ., მარტივი, არაგაზირებული წყალი.



- თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა ყოველდღიურად თევზი და ბოსტნეული მიირთვათ, ასეთ შემთხვევაში ექიმები გვირჩევენ, საკვებ რაციონს კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის და ომეგა-3-ის შემცველი ვიტამინების და მინერალების კომპლექსი დავამატოთ. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ფაფებს, მაწონს, იოგურტს 1-2 ჩაის კოვზი ქატო დაამატეთ.

წარმეტებებს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები