ბლოგი:
ოქტომბერი 16, 2012
ავტორი Anika
ამბობენ, მადაგასკარის კუნძულზე განსაკუთრებული ჯიშის ვანილი ყვავისო - მისი ყვავილის და ნაყოფის ექსტრაქტს უნიკალური თვისებები გააჩნია თურმე, რის გამოც, ცნობილი კოსმეტოლოგიური ბრენდები მას ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებების შესაქმნელად იყენებენ. ამ სეზონზე, მადაგასკარული ვანილის გამოყენებით Chanel-მა თვალის ახალი, ფუნდამენტალური საცხი Sublimage La Creme Yeux შემოგვთავაზა, რომელიც ერთდროულად დაბერებასაც ებრძვის და თვალის უპეების შეშუპების და ჩაშავების პრობლემასაც აგვარებს. ამ ახალ საცხს, მასში შემავალი ვანილის ექსტრაქტის დამსახურებით, არამარტო ზედაპირული და მსუბუქი, არამედ ჯიუტი ნაოჭების გასწორებაც შეუძლია თურმე. ამას გარდა, ის კანს საფუძვლიანად ატენიანებს და თვალის არეში მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, რის შედეგადაც გამოხედვა უფრო ნათელი ხდება.
კიდევ ერთ ფრანგულ სახლს აქვს საინტერესო სიახლე ამ სეზონზე - Guerlain-ის კოსმეტიკური სახლი Abeille Royale-ის ხაზში სამ ახალ პროდუქტს გვთავაზობს, რომლებიც კანისთვის აუცილებელი ამინომჟავებით არის გაჯერებული (ამ მჟავებს ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს) და დაპატენტებულ, უნიკალურ კომპლექსს შეიცავს, რომელსაც თავად გერლენის სახლში “სამეფო კონცენტრატს” უწოდებენ. ეს ფორმულა უჯრედების აღდგენის პროცესის უწყვეტ რეჟიმს უზრუნველყოფს და მიკრონაპრალების აღდგენაში გვეხმარება, რის შედეგადაც კანი ახალგაზრდულ სიმკვირვეს იბრუნებს. ეს ახალი პროდუქტები დატენიანებასთან ერთად, კანს იმავდროულად კვებავენ კიდეც, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტემპერატურის ნელ-ნელა კლების პარალულურად.
Estee Lauder-ის სპეციალისტებმა ცნობილი შრატის - Perfectionist - ფორმულა განაახლეს და სახელწოდებაც შეუცვალეს. შრატი, რომელიც ამინომჟავების და ცილების ხარჯზე ნაოჭების საწინააღმდეგო დიდ არსენალს ქმნის, ახლა [CP+R] Wrinkle Lifting/Firming Serum-ის სახელწოდებით შეგიძლიათ მოკითხოთ. ეს შრატი კანს ენერგიით ავსებს და ასაკობრივი ცვლილებების პრევენციას ახდებს. მასში შემავალი წყალმცენარეების ექსტრაქტები და კოლაგენი კი კანის სიმკვრივეს აუმჯობესებენ. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ეს პროდუქტი მაკიაჟის ქვეშ, ბაზადაც კარგად გამოდგება: მასში შემავალი ინგრედიენტები მომენტალურად ავსებენ და ვიზუალურად ასწორებენ ნაოჭებს, სხივისამრეკლი ნაწილაკები კი კანის არაერთგვაროვან ზედაპირს და პიგმენტურ ლაქებს ნიღბავს - საბოლოოდ, კანი შეძლებისდაგვარად მოვლილად და ახალგაზრდულად გამოიყენება.
და ბოლოს, ზოგადი ხასიათის რჩევა ანიკას ბლოგის მკითხველებს: ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ფანტასტიური და იმედისმომცემი აღწერები წაიკითხოთ ამა თუ იმ პროდუქტის თუ სიახლის შესახებ, არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტის შეძენამდე კარგად გაეცნოთ მის შემადგენალობას და გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალთან, იმისათვის რომ თქვენი ასაკის და კანისთვის მორგებული იდეალური საშუალება შეარჩიოთ და ბრმად არ გააკეთოთ შენაძენი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა