წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შემოდგომის 5 ყველაზე მოდური ფერი

ბლოგი:
ოქტომბერი 10, 2015
ავტორი Anika
მოდაზე და ტენდენციებზე ბევრჯერ გვისაუბრია და არაერთელ აღმინიშნავს, რომ ტენდენციებს არ მივდევ, თუმცა ეს სეზონური სიახლეები ძალიან მიხალისებს ყოველდღიურობას და საინტერესო აღმოჩენებისკენ მიბიძგებს. ამიტომაც, ამ აღმოჩენა-თავგადასავლებში ანიკას ბლოგის მკითხველებსაც ვრთავ ხოლმე: დღესაც სწორედ ასეთი დღე გვაქვს, სადაც სეზონის 5 ყველაზე აქტუალურ ფერს და შესაბამის ტონალობებში გადაწყვეტილ პროდუქტებს წარმოგიდგენთ.

1. ლავანდისფერი - ლავანდის ტონალობების პალიტრა ზაფხულის დანატოვარია, თუმცა ამჯერად უფრო თბილი შეფერილობით. ვიზაჟისტები აქტიურად მოგვიწოდებენ, ეს ნაზი ფერი არამხოლოდ თვალებზე, არამედ ტუჩზეც გამოვიყენოთ, რომელიც გამორჩეულად ზეთისხილისფერ კანსა და შავ თვალებს უხდება. ამ ფერებს შეხვდებით YSL-ის კოლექციაში სახელწოდებით volupte fall N52, M.A.C-თან სახელწოდებით Pervette და შანელის კოლექციაში Levres Schintillantes N03.

504125668_1_tabletop         c1715087fbf978f95872f21942e71cac



2. ხაკისფერი - ამ ფერში გადაწყვეტილი კოსმეტიკიდან ვიზაჟისტები განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას თვალის ფანქარზე, ლაინერზე და ტუშზე გვირჩევენ. მე ხაკისფერში შესრულებული smokey eyes მაკიაჯიც მაქვს ნანახი და ნამდვილად ფანტასტიურია - ის უხდება როგორც მუქი ფერის თვალებს, ასევე ცისფერ-მწვანე ფერსაც.

ce26dd4008c73a36a9692071f40e467c

504125656_1_tabletop

3. ზურმუხტისფერი - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფერი არამხოლო კოსმეტიკაში, არამედ ზოგადად, გარდერობში. მაკიაჟშიც არაერთხელ მიცდია და ძალიან უხდება როგორც მუქ, ისე ღია ფერის თვალებს. ამას გარდა, ულამაზესია მანიკურის სახითაც.

gab_eclipse_collection_etk_liner_thumb_695x778

chanel-ombre-essentielle-116_1

4. ღია ვარდისფერი - ერთ-ერთი ყველაზე ნაზი, ქალური და სექსუალური ფერი. მართალია, ცოტა რთულია მისი სხვადასხვა ტიპის სამოსთან შეხამება, ფერების თვალსაზრისით. თუ ამ ფერს თვალის მაკიაჟისთვის გამოიყენებთ, ფრთხილად უნდა იყოთ, ვინაიდან ვიზაჟისტების თქმით, ზედმეტი ღია ვარდისფერი თვალებს დაღლილს გამოაჩენს.

Dior-Addict-Fluid-Stick-289-Versatile-Cosmopolite-2

5. და ბოლოს, დარიჩინისფერი, რომელიც 1990-იანების საკულტო ფერი იყო და რომელიც ყველაზე პრაქტიკული და ნაკლებ პრეტენზიული ფერია ოფისის ჩაცმულობისთვის.

09.2-RAL-Peau-Nue-205BD

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები