ბლოგი:
აგვისტო 12, 2014
ავტორი Anika
ლეგენდარული ფრანგული სახლი Givenchy-ს პარფიუმერმა თაყვანისმცემლებს საშემოდგომო საიურპრიზი მოუმზადა: სიახლე, სახელწოდებით Dahlia Divin, რომლის სარეკლამო სახეც ცნობილი მომღერალი ალიშა კისი გახდა და რომელსაც ღვთაებრივი, ქალური არომატი აქვს (გადმოცემის თანახმად, მე ჯერ არ გამომიცდია). მირაბელას ჯიშის ქლიავის, თეთრი ყვავილების და ჟასმინის არომატს ვეტივერის, სანდალოზის და პაჩულის ნოტები ერწყმის, შედეგად კი ამ ერთმანეთისგან განსხვავებული სურნელების სრულიად ჰარმონიულ მიქსს ვიღებთ. ძლიერი არომატების მოყვარულებმა აუცილებლად გამოსცადეთ!
შავი ფერის და შანელის სახლის მოყვარულებს კი ახალ სეზონზე საინტერესო სიახლე ელით: ფრანგული მოდის სახლმა 2012 წელს შექმნილი Coco Noir-ის ხაზის განახლებული კოლექცია შემოგვთავაზა. ორი წლის წინ პირველად შექმნილი მუსკუსით გაჟღენთილი არომატი Coco Noir იმ ქალბატონების საყვარელ სუნამოდ იქცა, რომლებიც უპირატესობას ღრმა, ჩამჯდარ, რომანტიკულ სურნელებს ანიჭებენ. მოკლედ, ამ პარფიუმერული წყლის მომხმარებლები თუ იყავით, გილოცავთ: შემოდგომაზე უკვე სუნამოს სახით შეძლებთ თქვენი საყვარელი არომატის შეძენას. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი Coco Noir Extrait გაცილებით მდგრადი, კონცენტრირებული სურნელია, რომელიც თქვენს კანზე კიდევ უფრო მეტ ხანს დარჩება. ზედა ნოტები ბერგამოტს და გრეფირუტს ეკუთვნის, შუაგულში ჟასმინის, ვარდის, ნარცისისა და გერანის არომატი იშლება, საბაზისო ნოტებში კი პაჩული, სანდალოზი, ვანილი და თეთრი მუსკუსია წარმოდგენილი.
განახლებული სუნამოს გარდა, Coco Noir-ის ხაზში სხეულის ახალი საცხიცაა წარმოდგენილი. ძალიან ნაზი ტექსტურის მქონე ტანის საცხი, თავისი აღმოსავლური ნოტებით, აბაზანის შემდგომ რიტუალს ერთობ სასიამოვნო პროცესად აქცევს.
შაქარყინული და ტკბილეული თუ გიყვართ, მაშინ Thierry Mugler-ის ახალი, საშემოდგომო არომატი ძალიან მოგეწონებათ. ლიმიტირებული გამოშვება სახელწოდებით "Angel Eau Sucree" (რაც ქართულად "შაქრის წყალს" ნიშნავს) ჭეშმარიტი გურმატების სურნელია. კენკრების ნოტები, კარამელი, პაჩული, ვანილი - ხვდებით ხომ, როგორი არომატული ნაზავია?! ეს ტკბილი წყალი ტრადიციულ ვარსკვლავის ფორმის ფლაკონშია მოთავსებული, რომელსაც გარედან ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს შაქრის პუდრა ქონდეს მოყრილი და ისეთ ყუთშია შეფუთუბული, როგორშიც საფრანგეთის საკონდიტროებში ტკბილეულს ფუთავენ. სურნელის არ ვიცი და მადისაღმძვრელად კი ჟღერს!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა