წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შემოდგომის ახალი არომატები

ბლოგი:
აგვისტო 31, 2013
ავტორი Anika
შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ტრადიციისამებრ, მინდა ახალი სეზონის საინტერესო პარფიუმერული სიახლეები შემოგთავაზოთ. დღევანდელ ჩამონათვალს კი Dolce & Gabbana-ს უნისექსი სურნელებით დავიწყებ, რომლებიც ბრენდის არსებულ Velvet კოლექციას დაემატა. ორი ახალი არომატი Tender Oud და Desert Oud საკმაოდ ტკბილი და მგრძნობიარეა, რის გამოც საუკეთესო არჩევანი იქნებოდა საღამოს მონაკვეთისთვის. მათ, ვისაც შედარებით ნაზი სურნელი ხიბლავს, პარფიუმის წყალი Tender Oud უფრო მოეწონებათ, რომელსაც ნუშის და დამასკის და პროვანსული ვარდის ნოტები დასდევს. ხოლო უფრო “ხმამაღალი” და მძაფრი სურნელის მოყვარულებს კი მეორე არომატს Desert Oud ვურჩევდი, რომელსაც ლადანის და მუსკუსის ტონები აქვს დამატებული.

Screen shot 2013-09-02 at 10.05.11 AM

Estee Lauder-ის პარფიუმერული სახლი კი ახალი სეზონისთვის თანამედროვე ქალის იდეალურ სურნელს ქმნის - ისეთს, რომელიც ერთდროულად ქალის მგრძნობიარე ბუნებასაც და მის სიძლიერესაც გამოხატავს.  Modern Muse - ასე ქვია სალუნამოს, რომლის სარეკლამო სახე ცნობილი ამერიკელი მოდელი არიზონა მიუზია და მასში მანდარინის, ჟასმინის, პაჩულის, მუსკუსის და ვანილის ნოტებია გაერთიანებული (ხვდებით, ალბათ, რომ აქ საქმე ტკბილი სურნელების ჟანრთან გვაქვს).

500x550_0x59f91261_2056708541377702962

Guerlain-ის ლეგენდარული სურნელი Shalimar ბევრ თქვენგანს გეცოდინებათ: საკმაოდ მგრძნობიარე და არაბანალური სურნელია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო იმპროვიზაციით იქნა წარმოდგენილი. ამჯერად, ბრენდმა Shalimar-ის ახალი ვერსია სახელწოდებით Sur La Route Du Mexique შექმნა, რომელშიც ტრადიციულ ნოტებთან ერთად მექსიკური ვანილიც იქნა დამატებული. ამ მექსიკურ ვანილს კი განსაკუთრებული მახასიათებელი ის ჰქონია, რომ მისი დამტვრევა ფუტკრების მიერ ხდება, მაშინ როცა სხვა ვანილების დამტვერვა ადამიანების ჩარევით მიმდინარეობს. ახალ არომატს ვანილის გარდა ქლიავის სურნელიც დაემატა.

600x400_0x59f91261_5761562151377703180

აი, Calvin Klein-ის ახალი სუნამო Downtown კი ნამდვილად გრილი და მსუბუქი არომატის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. ბერგამოტის, ნეროლის, მსხლის და ქლიავის ნოტები ამ ახალ სურნელში იდეალურადაა შერწყმული გარდენიის, ენძელას და ხის ნოტებთან. თუ არომატის სარეკლამო სახის რუნი მარას მიხედვით ვისმჯელებთ, ეს სიახლე დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გოგონებისთვისაა, რომლებიც არჩეულ გზაზე არსებულ წინააღმდეგობებს და დაბრკოლებებს არ უშინდებიან - ყოველ შემთხვევაში, ბრენდის წარმომადგენლები ასე განმარტავენ.

სურნელოვან შემოდგომას გისრუვებთ,

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები