ბლოგი:
სექტემბერი 30, 2014
ავტორი Anika
აბა, როგორ გამოიყურება თქვენი კოსმეტიკური ჩანთა? მოასწარით უკვე სეზონური გმირობების ჩადენა და გააკეთეთ ახალი შენაძენები, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ?! მოდით, ასე მოვიქცეთ: თქვენი მონა-მორჩილი ანიკა ყველაზე საინტერესო და ყველაზე მომხიბვლელ კოლექციებს გაგაცნობთ, თქვენ გადახედეთ, მოიფიქრეთ და არჩევანი შემდგომ გააკეთეთ.
იტალიელი დიზაინერების დუეტის, დოლჩე და გაბანას ახალი საშემოდგომო კოლექცია საოცრად ამურულია: მკვეთრი, პროვოკაციული წითელი ფერის პომადები და ფრჩხილის ლაქები; შავი თვალის ლაინერები, რომლებიც დაპირების თანახმად უზუსტეს და ულამაზეს ხაზებს ავლებს; კრემისებური ტექსტურის თვალის ჩრდილები ქლიავისფერში გარდამავალ ბრინჯაოსფერში, ბაც ვარდისფერში და შოკოლადისფერში; ტუში, რომლის გარეკანიც შავი მაქმანის ეფექტითაა გაფორმებული (Dolce & Gabbana-ს საკულტო შავი მაქმანის კაბები ხომ გახსოვთ?!). პირადად მე, სიამოვნებით გამოვცდიდი ღვინისფერ ფრჩხილის ლაქს და ქლიავისფერ პომადას, თუნდაც კომბინაციაში!
გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ ბრიტანული ბრენდი Burberry-ს საშემოდგომო კოლექცია სახელწოდებით Bloomsbury Girls. ჩემი ფავორიტი ფრჩხილის ლაქების ულამაზესი პალიტრაა, რომელიც მწვანე, ღია და მუქ ლურჯ, იისფერ, ღვინისფერ და ოქროსფერებშია წარმოდგენილი. ასევე გამოვყოფდი ოსტატურად შეხამებულ თვალის ჩრდილების პალიტრას ლურჯი ფერის 4 ტონალობაში: საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, რომ ასეთი ცისფერი და ლურჯი ტონალობების მიქსით ულამაზესი თვალის მაკიაჟი გამოდის!
ჯორჯო არმანის ბრენდის ვიზაჟისტს ლინდა კანტელოს თუ დავუჯერებთ, ქალს ყველაზე მეტად ის მაკიაჟი უხდება, რომელიც შეუმჩნეველია და არ ყვირის. ამ განცხადების ლოგიკურ გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ Giorgio Armani-ს საშემოდგომო კოლექცია სახელწოდებით Fade to Grey, რომელიც თავშეკავების ნათელი გამოხატულებაა. ფოტოებს თვალს რომ გადააველებთ, თავადაც კარგად მიხვდებით, რომ ახალი კოლექცია იდეალური არჩევანია მინიმალისტური, ნაცრისფერ ტონალობებში გადაწყვეტილი მაკიაჟისთვის.
არმანის მინიმალიზმი ვისაც მოსაწყენად მიგაჩნიათ და გული უფრო ხალისიანი სიახლეებისკენ მიგიწევთ, მაშინ გირჩევთ, Shiseido-ს ახალი კოლექცია გამოსცადოთ. ნაირფეროვან თვალის ჩრდილების ნაკრებებთან ერთად, აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას უმსუბუქეს და უნაზეს კომპაქტურ პუდრაზე, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად, SPF 15-ითაც არის აღჭურვილი. ტუჩის მბზინავი საცხების ხაზი Lacquer Rouge თავად მაქვს დატესტილი და 100%-ით ვუწევ რეკომენდაციას: სასურველ ფერთან ერთად, ეს მბზინავები ძალიან კარგად ატენიანებენ ტუჩის კანს.
მოკლედ, მე ძირითადი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ახლა ბურთი და მოედანი თქვენთვის დამითმია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა