We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

შემოდგომის ერთ-ერთი გამორჩეულად სასარგებლო ბოსტნეული

_from blog_:
_June_ 05, 2017
_by_ Anika
შემოდგომის სეზონურ ხილ-ბოსტნეულს შორის ერთ-ერთი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ბოსტნეული ჭარხალია, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დავუმეგობრდი. წლების განმავლობაში, ჭარხალთან ურთიერთობა "ბორშის" წვნიანის მომზადება-მირთმებით შემოიფარგლებოდა. გარკვეულ ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა სახის სალათების ფორმით მომზადებული ჭარხალი ძალიან არომატული, გემრიელი და ყველაფერთან ერთად სასარგებლოც შეიძლება იყოს.

უპირველეს ყოვლისა, ჭარხალი დაბალკალორიულ პროდქუტებში ლიდერია: 100 გრ. პროდუქტზე სულ რაღაც 35 კკალ. მოდის, საიდანაც 13 გრამი ნახშირწყლები, 4 გრამი კი უჯრედისია. ამას გარდა, ჭარხალი მდიდარია A, C და B6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ლუტენით, რკინით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით და მაგნიუმით - საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალია. ამ ყველაფერთან ერთად, ჭარხალი ბეტაინს შეიცავს, რომელიც ღვიძლის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. აღმოვაჩინე, რომ ბეტაინი თავის სასარგებლო თვისებებს თერმული დამუშავებისასაც ინარჩუნებს - მაგალითად, ცხელ 'ბორშში".

ჯანსაღი ცხოვრების წესი ვისაც გაინტერესებთ და სხვადასხვა ტიპის დეტოქს-დიეტებს იცნობთ, ისიც გეცოდინებათ, რომ ჭარხალი ძალიან პოპულარულია სწორედ ასეთ სადეტოქსიკაციო დიეტებშიც, ვინაიდან ის კუჭ-ნაწლავის მუშაობას არეგულირებს და ღვიძლის გაწმენდაში გვეხმარება.

ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის გამო, ჭარხალი ორსულების საკვების რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა.

_OTHER BLOGPOSTS_