We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

შემოდგომის მთავარი ბიუთი-ტენდენციები

_from blog_:
_September_ 04, 2013
_by_ Anika
თქვენი არ ვიცი და მე კი საფუძვლიანად გადავეწყვე საშემოდგომოდ, წლევანდელი ზაფხული კი წარსულს მივაბარე თავისი ახალი გამოცდილებებით, რომლებიც ახლა უკვე მოგონებებად თუ შემომრჩება. სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაში ვიმყოფები ახალი სეზონის შემოთავაზებების და განახლებული განწყობისთვის, რომელიც წლევანდელმა შემოდგომამ უნდა მომიტანოს. სხვა დანარჩენთან ერთად, ეს მოლოდინი სილამაზის დარგსაც ეხება და იმ ახალ ტენდენციებს, რომლებიც შემოდგომისთვის ჩვეულ გრილ ნიავთან ერთად შემოგვეპარება ხოლმე. დღევანდელ პოსტშიც სწორედ ამ ბიუთი-ტენდენციებზე მინდა გესაუბროთ.

933@1400@b94026d80247342fc961f4e11539bbd9-OWIxZjkwNWI2Mw

Marc by Marc Jacobs და Bottega Veneta-ს შემოდგომის კოლექციების ჩვენებები ვისაც გინახავთ, შეამჩნევდით მოდელების აფუშფუშებულ, სქელ კულულებიან ვარცხნილობებს. ვისაც ასეთი მოცულობითი და ლამაზი კულულების ყოველდღიურ ვარცხნილობად გადაქცევის იდეა გხიბლავთ, ამისათვის საშუალო და მსხვილი ზომის ცხელი ბიგუდები დაგჭირდებათ, რომელზეც თმის ნაწილს დაახვევთ, ხოლო თმის ძირში კი წვრილკბილიანი სავარცხლით დამატებით მოცულობას მისცემთ თმას. იდეალური ფიქსაციისთვის კი ძლიერი თმის ლაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

929@1400@bd2d1c0335663becda61807a1c1c4a96-NTNlMjJjYWMxNQ

933@1400@f68595ffc1adab36bc89ac9b4584488d-MTcxNThkNzk2NA

კიდევ ერთი სასიამოვნო ტრენდი კეფასთან, დაბლა განლაგებული პონის კუდია (pony-tail, როგორც მას ინგლისურად მოიხსენიებენ). ასეთი ვარცხნილობა ძალიან ბევრ ჩაცმულობას ერგება და სატარებლადაც მოსახერხებელია. თანაც, ამ თემაზე ვარიაციების დიდი შესაძლებლობები გაქვთ: შეგიძლიათ ის Ralf Lauren-ის ჩვენების მსგავსად, საღამოს ვარცხნილობად აქციოთ, ან როგორც ეს Disquared2 და Chalayan-ის ჩვენებებზე იყო ჩვეულებრივ, დღის ვარცხნილობად მოირგოთ.

933@1400@b91df92738b8a80dbcf603bb1a21aa28-ODM3MDk5N2VjYg

შიშველი კანის ეფექტი არაერთ სეზონზე იყო აქტუალური და წელსაც დაიბრუნა ძველი პოზიცია. ერთი შეხედვით მარტივი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ შიშველი კანის ეფექტის მისაღწევად საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ: ამისთვის, სახის კანი იდეალური ტონალური კრემით უნდა დაიფაროთ და სახეზე არსებული დეფექტები კარგად შენიღბოთ. და არ დაგავიწყდეთ, სახის რომელიმე ნაწილზე აქცენტის გადატანა - მაგალითად, ყვრიმალებზე “რუმიანის” გადასმით ან წარბებზე.

933@1400@0e31f9b8318b8f616b47a02e52420da8-YzdlYmMxYTg5Ng933@1400@da6f79b88dedb4c6259858813758004a-YTA1ZjQzZTA4NA

ყველაზე გამოკვეთილი ტენდენცია კი ჩრდილებით ხაზგასმული ქვედა ქუთუთოებია. თანაც, ის მარტივად ესადაგება ზედა ქუთუთოზე გადასმულ წვრილ ფანქარს ან ლაინერს, როგორც ეს Jason Wu-ს ჩვენებაზე იყო - აქ მოდელებს ღია იისფერი თვალის ჩრდილი საოცრად ლამაზ გამოხედვას აძლევდა.

ასე, რომ სცადეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს და თქვენი გამოცდილებები ანიკას ბლოგზე გაგვიზიარეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_