We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

შემოდგომის პარფიუმერული პრემიერები

_from blog_:
_September_ 21, 2013
_by_ Anika
ვისაც საშემოდგომო პარფიუმერულ “რეიდზე” გასვლა ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, დღეს შევეცდები თქვენი ცნობისმოყვარეობა გამოვაცოცხლო და საინტერესო თავგადასავლებისკენ გიბიძგოთ: მოდით, ცნობილი ბრენდების მიერ შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის შემოთავაზებული ახალი სურნელები დავტესტოთ.

Kiss'n Fly Madly Kenzo-ზე წერენ, მონოტონურობის და ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო არჩევანიაო. ხილის არომატის განახლებული საშემოდგომო ვერსია მსხლის და გრეიფრუტის ხილის, ჟასმინის და შროშანის ყვავილების და მუსკუსის და კედარის საბაზისო ნოტების მიქსია.

690x455_0xd42ee42a_14650617631379077129

GIORGIO ARMANI-ს ახალი სურნელი Si ჭეშმარიტად ცივი და გრილი ამინდის არომატია. შავი მოცხარის, პაჩულის და ვანილის აკორდებით გაზავებული სურნელი ნამდვილად იქნება თქვენთვის გამორჩეულობის და განსხვავებულობის გარანტი. თავად სურნელის შემქმნელების თქმით, შავი მოცხარი - ქალის სპონტანურობას უსვამს ხაზს, თეთრი ფრეზია - მის სენსიტიურობას, ხოლოდ მუსკუსი კი იდუმალებას.

690x326_0xd42ee42a_8225861379078012

Iceberg-ის White Iceberg-ის სურნელის მატარებელი ქალი ლამაზი და დახვეწილია, უყვარს კონტრასტებზე თამაში, მისი მგრძნობიარე ხასიათი კი თითქოსდა ცივი სიმშვიდის მიღმა აქვს დამალული. არომატი გრეიფრუტის და ლიმნის გრილი ნოტებით იხსნება, რასაც მწიფე მსხლის ძლიერი არომატი მოსდევს, ბოლოს კი, დამამთავრებელი ნოტები ჟოლოს მოტკბო სურნელს შემოაქვს. დამეთანხმებით, რომ ზემოთჩამოთვლილი ნოტები ერთმანეთის გამომრიცხავი და არათავსებადი უნდა იყოს წესით, თუმცა სწორედ ეს არის ამ სურნელის მიმზიდველი და მაგიური ძალა.

300x400_0xd42ee42a_21134037811379077760

Givenchy-ის Ange Ou Demon Le Secret Eau de Toilette იმ ქალებისთვისაა, რომელთაც საკუთარი მიმზიდველობის კიდევ უფრო მეტად ხაზგასმა სურთ. ამ არომატში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს გრილი ბერგამოტის და ჩაის ფოთლების და კარამელიზირებული ვაშლების ტკბილი ნოტები. ამას ჟასმინის, ვარდის, ამბრის და პაჩულის აკორდებიც ემატება და შედეგად ცნობილი და ბევრისთვის უკვე საყვარელი Ange ou Deom Le Secret ხაზის ყველაზე მსუბუქ ინტერპრეტაციას ვიღებთ, რომელიც Givenchy-ის ფრანგულმა სახლმა ამ შემოდგომაზე წარმოგვიდგინა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_