წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შემოდგომის საუკეთესო არომატები

ბლოგი:
სექტემბერი 06, 2015
ავტორი Anika
მიყვარს შემოდომა, იმისდა მიუხედავად, რომ მას ცივი და სუსხიანი ზამთარი მოსდევს და მზის სხივებიც სულ უფრო ნაკლებად იჭყიტებიან ცაზე მომრავლებული ღრუბლებიდან. შემოდგომა, უპირველეს ყოვლისა, მისი თანმდევი სურნელის გამო მხიბლავს: ამ დროს სრულიად იცვლება ჩვენი მოთხოვნილებები და ზაფხულის ცხელი დღეებისთვის შესაფერისი გრილი, ყვავილოვანი არომატების ნაცვლად წინა პლანზე გაცილებით ღრმა, მძიმე და აზიური ნოტებით გაჯერებული სუნამოები იწევენ. ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა - ღია და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლებს მუქი და დაბურული ფლაკონები ანაცვლებენ. ამ შემოდგომისთვის ერთ-ერთი ასეთი სიახლე ჯო მალოუნის შავ, ოთხკუთხედ ბოთლში მოთავსებული აგარის ხის და ბერგამოტის სუნამოა. აზიური ნოტების და ევროპული ციტრუსების აკორდის მიქსი სრულიად მომნუსხველ არომატს ქმნის, რომელიც შემოდგომის გრილ დღეებში როგორც ღია ცისქვეშ, ასევე ოფისშიც თამამად შეგიძლიათ ატაროთ.

14_Jo Malone-Oud_Bergamotფრანგული პარფიუმერული სახლის გერლენის ახალი სუნამო Santal Royal მოტკბო არომატების მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება: ვარდის ნოტები საოცრად ტკბილია, სანდალოსის სურნელი კი იდეალურად ერწყმის აგარის ხის ნოტებს. ამ ყველაფერს ტყავის ნოტებიც ემატება, რომელსაც შემობილი სურნელი დაკრავს.

1_Guerlain-Santal-Royal-Perfume

ივ სენ ლორანის "აღმოსავლური კოლექციის" (Oriental Collection) მეოთხე სურნელი სახელწოდებით Splendid Wood, როგორც ამბობენ, შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ხეების სახეობების ერთგვარ ქრესტომათიადაც გამოდგესო. ეს ალბათ, იმიტომ, რომ ახალ სუნამოში უიშვიათესი ხეები ყველაზე იდეალურად არის შერწყმული ერთმანეთს: ამოსავალი წერილი რასაკვირველია, აგარის ხეა, რომელსაც საკმაოდ ზომიერად ემატება ვარდის გრილი ნოტები და ერთობ თავშეკავებული ვანილის არომატი.

5_YSL

ვანილიანი ტკბილეული ვისაც გიყვართ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოსცადოთ Hermes-ის ახალი სუნამო Vanille Gallante, რომელიც ვანილის ნოტებით საკმაოდ ზომიერადაა გაჯერებული და ყვავილების გულის, მტვერის და ცვარის არომატების ერთიანობას წარმოადგენს - კი მიჭირს ამ ყველაფრის წარმოდგენა, მაგრამ სუნამოს აღწერა სწორედ ამას მოგვითხრობს. ბოლოს, იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ უხმაურო, ჩუმი და ინტიმური სურნელიაო, ასე რომ პარფიუმერული მაღაზიის სტუმრობისას, ვფიქრობ, სურნელის დატესტვა ნამდვილად ღირს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები