We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

შემოდგომის საუკეთესო პროდუქტები

_from blog_:
_October_ 15, 2016
_by_ Anika
ბოლო ორი დღის წვიმიან ამინდებს თუ არ გავითვალისწინებთ, შემოდგომა ძალიან მიყვარს, თავისი ფერადოვნების, ცხელი ზაფხულის შემდეგ გრილად მობერილი სიოს თუ შემოდგომის სოფლის ნობათის გამო: გოგრა, ვაშლი, ბროწეულით გადაჭრელებული დახლები განსაკუთრებით ლამაზი შესახედია. დღევანდელ პოსტში სწორედ იმ შემოდგომის ხილზე თუ ბოსტნეულზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც უამრავ სასარგბელო ნივთიერებას შეიცავენ და თან წონაში კლებაშიც გვეხმარებიან.

1. ბროწეული - მდიდარია უჯრედისით, რომელიც ძალიან გვეხმარება წონაში კლების დროს, დიდი ხნით გვანაყრებს. ამას გარდა, ის დიდი რაოდნეობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.

Pomegranates

2. მსხალი - საშუალო ზომის მსხალში 6 გრამი უჯრედისია, რაც მუცლის შებერილობას აგაცილებთ და კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. ანტიოქსიდანტების, C და K ვიტამინების შემცველობასთან ერთად, მსხალი, ექიმების მტკიცებით, შესაძლოა ამცირებდეს გულსისხლძარღვოვანი დაავადებების და მეორე ჯგუფის დიაბეტის განვითარების რისკს.

3. შტოში - საკმაოდ არომატული სოუსის მომზადების გარდა,  შტოშს სხვა სასიკეთო თვისებებიც აქვს: ის მდიდარია მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმების წვას და წონაში კლებას. ასე, რომ არ დაიზაროთ  და მიირთვით თუნდაც მარტივი შტოშის სახლში დამზადებული კომპოტი.

Sweet-Potatoes

4. ვაშლი - უჯრედისის გარდა, ვაშლი დიდი ოდენობით შეიცავს პექტინს, გამორჩეულად დამანაყრებელ უჯრედისს, ამიტომაც ვაშლი დიეტის დროს საუკეთესო მეგობარია.

5. გოგრა - დაბალკალორიულია (100 გრამზე სულ რაღაც 26 კკალ!) , დიდი რაოდნეობით შეიცავს ურედისს, B ჯგუფის ვიტამინებს და რაც მთავარია, ძალიან არომატული და გემრიელია.

6. ტკბილი კარტოფილი - ასევე მდიდარი უჯრედისით, გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეულირებაში, შესაბამისად, გაცილებით მარტივად ვუმკლავდებით წასუსნავების და ტკბილეულის შემოტევებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_