We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

შემოდგომის საუკეთესო ხილი და ბოსტნეული

_from blog_:
_September_ 15, 2014
_by_ Anika
არ ვიცი, ვინ როგორ მოახერხეთ ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვანი ხილის ათვისება და რამდენად მოამარაგეთ ორგანიზმი ზამთრის ცივი დღეებისთვის საჭირო ვიტამინებით და მინერალებით, მაგრამ თუ ამ მხრივ დიდად ვერ იყოჩაღეთ, ძალიანაც ნუ დადარდიანდებით - შემოდგომაზე ამ ყველაფრის გამოსწორების შესაძლებლობა გეძლევათ. გაიარეთ გარემოვაჭრეებში და ნახავთ, თუ რამდენად დიდი არჩევანია სეზონური ხილის, ხოლო თითოეული მათგანი რისთვისაცაა სასარგებლო ამას დღევანდელ პოსტში მოგახსენებთ.

apples

შემოდგომის ვაშლი ხილის ნამცხვრისთვის საუკეთესო ინგრედიენტადაა მიჩნეული - ხრაშუნა ვაშლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით კი C ვიტამინით, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებაში და სისმსივნის რისკის შემცირებაში გვეხმარება. ამას გარდა, ვაშლი დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს, რომელიც არც თუ უმნიშვნელო როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკაში.

pumpkins

გოგრა, კვახი - როგორც გსურთ ისე მოიხსენიეთ, მაგრამ ეს ბოსტნეული თქვენი საშემოდგომო ნობათის აუცილებელ ნაწილად რომ უნდა აქციოთ, ეს დანამდვილებით ვიცი.  ის მდიდარია A ვიტამინით, რაც დადებითად აისახება ჩვენს მხედველობაზე, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტეროლებს - ეს უკანასკნელი ცუდ ქოლესტერინს ამცირებს - და ბეტა-კაროტინს, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს.

ლეღვი - ამ ხილის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ - უფრო სწორად ყოველთვის შორიდან ვუყურებდი იმის გამო, რომ მაღალკალორიულობით არის სახელგანთქმული. მაგრამ მას შემდეგ რაც გავარკვიე, რომ ის ბლომად კალიუმს შეიცავს, უჯრედისის არაჩვაულებრივი წყაროა, სისხლში შაქრის დონეს არეულირებს და დანაყრებითაც საკმაო დროით გვანაყრებს.

cauliflower_0

ყვავილოვანი კომბოსტო თავისი საკვები ღირებულებით მწვანე ფოთლებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ეს კომბოსტო ძალიან დიდი რაოდენობით  C და K ვიტამინებს, უჯრედისს და ფოლიუმის მჟავას შეიცავს - ფოლიუმის მჟავა ორსულობა გამოვლილი ქალებისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს, ყველამ ვიცით რომ ეს მჟავა უმნიშვნელოვანესია ნაყოფის განვითარებისთვის.

pears

და ბოლოს, მსხალი, რომელიც გარდა იმისა, რომ წვნიანი, არომატული და საოცრად სასიამოვნო მისართმევია (ჩემთვის ასეა, ყოველ  შემთხვევაში) , ის ორგანიზმს საჭირო რაოდენობით უჯრედისს და C ვიტამინს აწვდის, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ცუდ ქოლესტერინს. გარდა ამისა, მსხალი შეიცავს სპილენძს და ბორს, რომელიც ორგანიზმს კალციუმის შენარჩუნებაში ეხმარება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_