ბლოგი:
აგვისტო 16, 2012
ავტორი Anika
ზაფხული სულ მალე მიილევა, ცხელი დღეებიც ნელ- ნელა დავიწყებას მიეცემა და ყველანი თავით-ფეხებამდე შემოდგომის განწყობაში გადავეშვებით: გარდერობის ცვლილებები, ზრუნვა ზაფხულის სიცხეებისგან გათანგული კანის თუ თმების გამოცოცხლებაზე და საინტერესო სიხლეების მოლოდინი, რომლებზეც დღეს უნდა გესაუბროთ: ახალი პროდუქტები თუ განახლებული ძველი ვერსიები, რომლებიც საშემოდგომო ტალღაზე გადართვაში დაგვეხმარება.

Chanel- ის ფრჩხილის ახალი ლაქი Vertigo, რომელიც ყავისფერისა და ნაცრისფერის უცნაური მიქსია, სასიამოვნო გადახალისება იქნება შემოდგომაზე ზაფხულის ღია და ჭყეტელა პალიტრის შემდეგ.

Lancome-ის ცნობილ ფრანგულ სახლს გადაღლილი თვალების და ჩაშავებული უპეებისთვის სიახლე აქვს: განახლებული თვალის კონცენტრატი LANCÔME GÉNIFIQUE YEUX LIGHT-PEARL EYE-ILLUMINATING YOUTH ACTIVATING CONCENTRATE, რომელიც დაბერებასთან მებრძოლი გენის აქტივაციას ახდენს, ახლა თვალის უპეების სიშავეებსაც ადვილად გაუმკლავდება, მისი ცრემლის ფორმის აპლიკატორი კი წასმისას თვალზე სიგრილის შეგრძნებას მოგგვრით.

Yves Saint Laurent- ის ბესტსელერი, ჰაილაითერი Touche Eclat ალბათ, სულ მცირე ერთხელ მაინც გექნებათ მოსინჯული. ამ პროდუქტის ეფექტურობას და პოპულარობას უნდა მოვაწეროთ, ალბათ, იმავე თვისებების მქონე სახის ტონალური საცხის გამოშვება: მისი მეშვეობით ახლა უკვე მთელა სახეზე ნათელი და ბუნებრივი ბზინვარების მიღწევას შეძლებთ.

იაპონური ბრენდის Shiseido-ს პროდიქციის ერთგულ მომხმარებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელის ახალი, თხევადი ტუჩის საცხის სახით. SHISEIDO MAKEUP LACQUER ROUGE IN DRAMA - როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს წითელი ფერის საცხი ეკლექტურად მბზინავია და რამდენიმე საათის განმავლობაში ნარჩუნდება ტუჩებზე.

ბრიტანელი პარფიუმერი Jo Malone ახალი სეზონისთვის გრეიფრუტის, დაფნისა და მაყვალის არომატზე შექმნილ,ახალ გრილ სურნელს გვთავაზობს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა