წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შესაძლოა თუ არა ჩაი ორგანიზმისთვის მავნებელი იყოს

ბლოგი:
მარტი 03, 2016
ავტორი Anika
გემრიელ ყავას ყოველთვის ფინჯანი გემრიელი ჩაი მირჩევნია. თანაც, როგორც ექიმებისგან ვიცი, ჩაის არაერთი სასარგებლო თვისება აქვს: ის ორგანიზმში სითხის ბალანსის აღდგენას უწყობს ხელს; ამცირებს საკვერცხეების სიმსივნის, პარკინსონის განვითარების რისკს; დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე დეპრესიის დროს. როგორც ირკვევა, ამ ზემოთჩამოთვლილი სიკეთეების გარდა, არსებობს მთელი რიგი რისკები ჩაის მიღების გამო - ჩაის გააჩნია შეწოვის თვისება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტოქსინების შენახვა, ეს ტოქსინები კი ჩაის ფოთლებში შესაძლოა როგორც მიწიდან, ასევე გარემოდანაც მოხვდეს (მისი გაშრობის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს).

ყველაზე დიდი საფრთხე ჩაის ფოთლებში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო არსებობს: Journal of Toxicology-ში 3 წლის წინ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ექსპერტიზა ჩაუტარდა 30 სახეობის ჩაის  და ყველა სახეობაში ტყვიის საკმაოდ მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ამას გარდა, 2015 წელს ჟურნალ Journal of Food Composition and Analysis-ში გამოქვეყნდა მონაცემები, რომელშიც ზემოთნახსენების დადასტურების გარდა ისიც იყო აღნიშნული, რომ ციტრუსების გემოს და არომატის მქონე ჩაის პაკეტები კიდევ უფრო დიდი რაოდენობით შეიცავენ ტყვიას, ალუმინსა და კადმიუმს - დაახლოებით 10-70-ჯერ მეტს ვიდრე არაარომატიზირებული ჩაის პაკეტები.

665@495@a0e709a829353bac7f0a857fde4f57ca-OTM3ZmIzZTI2Yg

მძიმე მეტალების გარდა, კვლევებმა აჩვენა, რომ შედარებით იაფფასიან ჩაიში ფტორის შემცვლება დაახელობით 3-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას.

მოკლედ, საკმაოდ უიმედო ინფორმაციაა. რას გვირჩევენ სპეციალისტები, როგორ უნდა მოვიქცეთ მაქსიმალური პრევენციის მიზნით?

- ჩაი დავაყენოთ მაქსიმუმ 3 წუთი: რაც უფრო მეტ ხანს გავაჩერებთ ფოთლებს ცხელ წყალში , მით უფრო მეტი ტოქსინი აღმოჩნდება ჩვენს სასმელში.

- რეკომენდებულია თავი შევიკავოთ დაბინძურებულ რეგიონებში დამზადებული ჩაის შეძენისგან: ასეთ რეგიონებად მიიჩნევა ჩინეთი და შრი-ლანკა.

- უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ ჩაის, ვინაიდან მის დასამზადებლად ყველაზე ნორჩი ფოთლები გამოიყენება და ისინი მინიმალური ოდენობით შეიცავენ ტოქსინებს.

- შეიძინეთ ბუნებრივი ჩაი, ყოველგვარი არომატების და დანამატების გარეშე.

- დღის განმავლობაში მიიღეთ მაქსიმუმ 4 ფინჯანი ჩაი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები