ბლოგი:
აპრილი 20, 2015
ავტორი Anika
დღეს ტკბილ-ტკბილი, სუპერგემრიელი და იმავდროულად ძალიან სასარგებლო პოსტის დღე გვაქვს: დღევანდელ პოსტში შოკოლადისგან დასამზადებელ რეცეპტებს გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ თავის მოვლის რუტინას არომატულს, სასიამოვნოს და კიდევ უფრო მეტად შედეგიანს გახდის. კოსმეტოლოგიაში შოკოლადს რა ხანია უკვე ფართო გამოყენება აქვს: სხვადასხვა სალონები კლიენტებს ნაირ-ნაირ ნიღბებს, გადახვევებს, საცხებს, სქრაბებს და შოკოლადის აბაზანებსაც კი სთავაზობენ. А, В1, В2, РР ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, რკინით და მაგნიუმით მდიდარი ეს პროდუქტი სტრესისადმი გამძლეობას ამაღლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და საოცრად დადებითად მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე.
დავიწყოთ შოკოლადის ნიღბებით.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი - 2 ს.კ. დამდნარ შავ შოკოლადს დავამატოთ 5 მლ. ზეითუნის ზეთი, ავურიოთ და დავაცადოთ გაგრილება. წავისვათ სახეზე და გავიჩეროთ 5 -10 წუთი. ეს ნიღაბი იდეალურია მშრალი და ნორმალური კანისთვის.
ნიღაბი მშრალი კანისთვის - 1 ს.კ. არაჟანი, ერთი კვერცხის გული და ერთი ს.კ. გამდნარი შავი შოკოლადი კარგად ავურიოთ და სახეზე მინიმუმ 30 წუთით მაქსიმუმ 1 საათით გავიჩეროთ. ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს და კვებავს კანს.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - ავიღოთ თითო-თითო სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, ლიმონის წვენი და გამდნარი შავი შოკოლადი, ავურიოთ კარგად და გავიჩეროთ 15-20 წუთი. ასეთი ნიღაბი კარგად კრავს კანის ფორებს.
პრობლემური სახის კანისთვის ეფექტურია თითო სუფრის კოვზი თაფლის, შვრიის ფანტელის და გამდნარი შოკოლადის ნიღაბი: როგორც ამბობენ, ის კარგად უმკლავდება გამონაყარს.
სქრაბები - კლასიკური შოკოლადის სქრაბი სახისა და ტანისთვის ერთი ჭიქა შოკოლადის კარაქისა და ნახევარი ჭიქა შაქრისგან მზადდება. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი სქრაბი სახის კანისთვის შესაძლოა, ცოტა უხეში გამოდგეს, მაგრამ ვინაიდან კოსმეტოლოგები უწევენ რეკომენდაციას, შეგიძლიათ სცადოთ.
სახის კანის გამწმენდი შედარებით მსუბუქი სქრაბი შემდეგნაირად მზადდება: ვიღებთ 2 ფილა შავ შოკოლადს, ვადნობთ წყალზე, ოდნავ რომ შეგრილდება ვამატებთ 2 ჩ.კ. ნაღებს და 3.4 ჩ.კ. ყავის ნალექს (ჩვენებურად რომ ვთქვათ, თურქული ყავის ნახარში ნალექი, რაც ძირზე რჩება). სქრაბს სახეზე წრიული მოძრაობებით ვისვამთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში - ერთგვარი მასაჟი გამოგვივა, რის შედეგადაც სახის კანი იდეალურად გაიწმინდება და მივიღებთ აბრეშუმის მსგავს კანს. ასეთი პროცედურის ჩატარება კვირაში 1-2-ჯერ არის რეკომენდირებული.
გასახდომი ეფექტისთვის შემდეგნაირად მომზადებულ სქრაბს იყენებენ: შავ შოკოლადს შევყინავთ საყინულეში. ავიღებთ 2 ს.კ. ზღვის მარილს, თაფლს და ყურძნის წიპწების ზეთს და ამ ნაზავს დავახეხავთ შეყინულ შავ შოკოლადს და ცოტა ხნით შემდგამთ მაცივარში. პროცედურა უნდა ჩავიტაროთ აბაზანაში: დასველებულ სხეულზე ნელ-ნელა შევიზელთ სქრაბს ქრიული მოძრაობებით. ამ რეცეპტში სამწუხაროდ, არ იყო მითითებული შავი შოკოლადის საჭირო რაოდენობა, მაგრამ ვფიქრობ, ვინაიდან მთელ სხულზეა საუბარი დაახელობით 400 გრამამდე შოკოლადი იქნება საჭირო.
მოკლედ, სასიამოვნო და შედეგიან პროცედურებს გისურვებთ!
ანიკა