ბლოგი:
სექტემბერი 05, 2012
ავტორი Anika
არ ვიცი, რამდენ თქვენგანს სმენია თავის დანაბის ამ ახალი მეთოდის შესახებ, მაგრამ მე Co-Washing-ის არსებობის შესახებ რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. Co-Washing რამე განსაკუთრებელზე მიმანიშნებელი სახელწოდება არ გეგონოთ, უბრალოდ თმის კონდიციონერით დაბანას აღნიშნავს და მეტი არაფერი.
ვისთვის და რა მიზნით გამოიგონეს ეს მეთოდი? - თავდაპირველად ეს მეთოდი აფროამერიკელი გოგონებისთვის გამოუგონიათ, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში, დაუმორჩილებელი და სხვადასხვა მიმართულებით “მორბენალი” თმები აქვთ. იმისათვის რომ ყოველ დილით თმების მოწესრიგების პროცედურა ხანგრძლივ და დამღლელ რიტუალად არ ქცეულიყო, მათ შამპუნის გვერდზე გადადება და მის ნაცვლად თმების კონდიციონერით დაბანა შესთავაზეს. მეთოდმა გაამართლა: როგორც ამბობენ, თმები გაცილებით “დამჯერე” და ნაკლებად “აფუებული” გახდა.
კონდიციონერის შერჩევისას ნუ გაირჯებით ძვირადღირებული პროდუქტის შესარჩევად: მთავარია კონდიციონერი სილიკონს და მის საფუძველზე მიღებულ ინგრედიენტებს არ შეიცავდეს!
კონკრეტულად დაბანის რიტუალს რაც შეეხება, წინასწარვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ შამპუნთან შედარებით, ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია. თმები კარგად უნდა დაისველოთ და კონდიციონერი თმებში შეიზილოთ წრიული მოძრაობებით. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ეს დაბანის პროცესი დაახლოებით 5 წუთამდე გრძელდებოდეს და ასევე საკმაო დრო დაუთმოთ კონდიციონერის ჩამობანას. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ არ არის სასურველი რომ კონდიციონერი ოდნავ მაინც შეგრჩეთ თმის სიგრძეზე ან თუნდაც ძირებში.
ამის შემდეგ, შეგიძლიათ თმის მკვებავი ან სხვა ტიპის ნიღაბი გამოიყენოთ ან სულაც ბალზამმ-კონდიციონერი გადაისვათ - მის შემდეგ თმები ადვილად ივარცხნება. თმის კონდიციონერით დაბანის პროპაგანდისტები გვირჩევენ, რომ ბალზამიც არ დავზოგოთ და საკმაო რაოდენობით წავისვათ თმებზე.
თავის დაბანის ამგვარ მეთოდზე შეგიძლიათ მთლიანად გადაერთოთ ანუ თმები ყოველ ჯერზე კონდიციონერით დაიბანოთ ან პერიოდულად მიმართოთ ხოლმე მას. მისი ხშირად მომხმარებლები გვარწმუნებენ, რომ ასეთი დაბანის შემდეგ თმები აბრეშუმისებრი და დამჯერე ხდება, ადრინდელთან შედარებით უფრო იშვიათად სჭირდება დაბანა და მოცულობასაც იძენს.
ვფიქრობ, ერთხელ ცდად უნდა ღირდეს!
მომდევნო პოსტამდე
ანიკა