წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სიახლეები “მოწყურებული” კანისთვის

ბლოგი:
აპრილი 10, 2012
ავტორი Anika
კანის მუდმივ და უწყვეტ რეჟიმში დატენიანება სახის კანის ნებისმიერი გამაახალგაზრდავებელი რეჟიმის თუ დაბერების საწინააღმდეგო ბრძოლის განუყრელი კომპენონეტი რომაა, ამაში, მგონი, ჩემი დარწმუნება არ გჭირდებათ.


მარტივ ენაზე დატენიანება (Hydration) კანისთვის სინოტივის მინიჭებას გულისხმობს. წლების მატებასთან ერთად, სახის კანს სიმშრალისკენ მიდრეკილება უჩნდება: საკუთარი რესურსებით სულ უფრო ნაკლებად ახერხებს საჭირო სინოტივის შენარჩუებას და შესაბამისად კანიც ახალგაზარდულ და ნათელ ელფერს კარგავს.


ამიტომაც, საკუთარი კანის მდგომარეობაზე ზრუნვის პროცესში, არსებითი მნიშვნელობა სწორედაც რომ დამატენიანებელ საშუალებებს ენიჭებათ. ამის შესახებ ბევრგან და ბევრჯერ გექნებათ გაგონილი და წაკითხული და სავარაუდოდ, არაერთი პროდუქციაც გექნებათ გამოცდილი.


ბევრი რომ არ გავაგარძელო, დამატენიანებელი საშუალებების სიახლეები მინდა გაგიზიაროთ: ოთხი ახალი პროდუქტი, თავ-თავიანთი ინდივიდუალური მახასიათებლებით, რომლებიც დატენიანებასთან ერთად კანს სიმკვრივესაც დაუბრუნებენ და სიბერის პრევენციასაც მოახდენენ.



Darphin Ideal Resource – ეს საცხი თეთრი ყვავილების სამი სხვადასხვა ნაირსახეობის საფუძველზეა დამზადებული და მათი ერთობლივი მოქმედებით, კანის ბუნებრივი კოლაგენის აღდგენა ხდება. შედეგად კანის ნათელი ფერის გამოღვიძება და უჯრედების ბუნებრივი განახლების პროცესის რეაქტივაცია მიმდინარეობს.


ეს საცხი მათთვის არის რეკომენდებული, ვინც სახის კანის უსწორმასწორო ზედაპირს და გამოკვეთილ ფორებს, გაფერმკრთალებულ და უსიცოცხლო კანის ფერს და ნაოჭების არსებობას უჩივის.



Estee Lauder Revitalizing Supreme – 2012 წლის თებერვალში გაყიდვაში გამოსული ეს საცხი საგანგებოდ ევროპელი მომხმარებელი ქალებისთვის არის შექმნილი - ჩვენც ხომ ევროპელები ვართ! რატომ ევროპელი ქალებისთვის?! როგორც Estee Lauder-ის კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, შემუშავების პროცესიდან დაწყებული, საცხის ტექსტურით და სურნელით დამთავრებული, ყოველივე ევროპელ ქალებში ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.


ეს საცხი შავი ბამბუკის ექსტრაქტზე ყოფილა დამზადებული. ბამბუკს კი, თურმე უნიკალური უნარი გააჩნია, გაააქტიუროს Nrf2 გენი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილა დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.


ვინც საცხი უკვე გამოსცადა, აღნიშნავს, რომ საცხის მსუბუქი და თხელი ტექსტურის მიუხედავად, ის საკმაოდ “ნოყიერად” ატენიანებს კანს, მოხმარება კი დილის გარდა, ღამითაც არის შესაძლებელი.



Lancaster Suractif Volume Contour - თუ თქვენმა სახის კანმა სიმკვრივე და მოცულობა დაკარგა, სახის კონტურები ნაკლებ გამოკვეთილი გაქვთ და თანაც უკვე 40-იანების (ასაკს ვგულისხმობ) სასტარტო პოზიციაზე იმყოფებით, მაშინ ეს საცხი თქვენთვის არის ზედგამოჭრილი.


საცხის 4 კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ გამოკითხული 100 ქალბატონიდან 94%-ს კანის გამკვრივება, 80%-ს კი სახის კონტურების გამოკვეთა შეემჩნეოდა.



Chanel Hydra Beauty Crème - შეიძლება ითქვას, რომ ეს საცხი ნებისმიერი ხარისხის გამოფიტული და გაუწყლოვანებული კანისთვის ერთგვარი პანაცეაა. საცხში შემავალი კამელია ალბა უჯრედებს შიგნით სინოტივის ოპტიმალურ შენარჩუნებას უწყობს ხელს, ლურჯი კოჭა კი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. ამას კიდევ კანოლას ზეთის მოქმედებაც ემატება და ყველაზე “მოწყურებული” კანის კი დანოტივებული დარჩება. არ დამავიწყდეს ავღნიშნო, რომ ეს საცხი ნორმალური-მშრალი ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.


გარეგნულად, საცხებით დატენიანების მნიშვნელობის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადამწყვეტი მაინც ორგანიზმის გაუწყლოვანებასთან შინაგან დონეზე ბრძოლაა. პრობლემის გადაწყვეტის გზა მარტივია: დღე-ღამის განმავლობაში 1.5-2 ლიტრი წყლის დალევა ორგანიზმში წყლის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რაც, თავის მხრივ, კანს გამოფიტვის და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან დაიცავს.



დღეისთვის, სულ ეს იყო. ზემოთჩამოთვლილი სიახლეებიდან რომელიმეს თუ გამოცდით, არ დაგეზაროთ და გამოცდილება ანიკას ბლოგის მკითხველებსაც გაგვიზიარეთ - საინტერესო გამოხმაურებებს მუდამ ველით.


მომდევნო პოსტამდე



Developmentally appropriate practices are appropriate pedagogical practices, resume writing service he said.

მსგავსი ბლოგები