წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სიახლეები ქერა თმისთვის

ბლოგი:
ივლისი 16, 2013
ავტორი Anika
ქერა თმისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკა, მართალია, ჩემთვის სრულიად უცხოა, ჩემი თმის ბუნებრივი ფერიდან გამომდინარე, სამაგიეროდ ამ საკითხს სათანადო ყურადღებას უთმობენ თმის მოვლის დარგის სპეციალისტები. მათ თუ დავუჯერებთ, ქერა თმის მოვლა სხვა ფერის თმასთან შედარებით ყველაზე შრომატევადი პროცესია. ეს სპეციფიკა არც თმის მოვლის საშუალებების ინდუსტრიას გამორჩენია მხედველობიდან და ქერათმიანი ქალბატონებისთვის მორგებული არაერთი საინტერესო პროდუქტი შექმნა.

დღევანდელ პოსტში მინდა რამდენიმე ახალი პროდუქტი წარმოგიდგინოთ, რომლებიც ქერა თმის მოვლაში, კერძოდ, ფერის, სიმშრალის და მსხვრევადობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

SHampun-Tropicheskij-Mango-ot-Marlies-Moller_image_305_392

Marlies Moller-ს შამპუნი “ტროპიკული მანგო” - თმის საშუალებების პოპულარული გერმანული ბრენდი ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაა ცნობილი. ამ ბრენდის წარმომადგენლებმა ზაფხულის სეზონის სპეციფიკა სათანადოდ გაითვალისწინეს - ამ დროს ხომ თმა განსაკუთრებულად ზიანდება მზის, სიცხის და ქარის გამო - და ამ ფაქტორების გათვალისწინებით ახალი შამპუნი შექმნეს. “ტროპიკული მანგოს” შამპუნი კარგად და ნაზად ასუფთავებს თმას და კანს და თმას დაკარგული ტენიანობის აღდგენაში ეხმარება. ეს პროდუქტი შამპუნს და კონდიციონერს ერთდროულად მოიცავს, მანგოს ზეთზეა დამზადებული და დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს. ამ ყველაფრის ხარჯზე ის თმას საოცარ ბზინვარებას აძლევს და თმის ღერებს ნაადრევი დაზიანების და ცვეის პრევენციაში ეხმარება. მართალია, პროდუქტი ნებისმიერი თმის ტიპისთვის და ფერისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ის ყველაზე სასარგებლო სწორედ ქერა და თხელი, გამომშრალი თმისთვის არის.

Uhod-za-volosami-dvojnogo-dejstviya-Chroma-Care-L-Oreal-Professionnel_image_305_392

Chroma Care L'Oreal Professionnel-გან შეღებილი თმის ფერის მაქსიმალური შენარჩუნებისთვის არის გამიზნული. ხომ იცით, როგორ კარგავს თმა ნელ-ნელა ბზინვარებას და ფერის ინტენსივობას - გარგარის ზეთზე დამზადებული ეს პროდუქტიც სწორედ ამ პრობლემის დასაძლევადაა შექმნილი. თუმცა, ფერის შენარჩუნების გარდა, თმის მოვლის ეს ხაზი თმის ზოგად მდგომარეობაზეც ზრუნავს. მისი გამოყენება სალონის გარდა, სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი. კონკრეტულად ქერა თმისთვის კი სპეციალისტები ამ ხაზიდან N13 უწევენ რეკომენდაციას.

Ampuly-Secret-Professionnel-by-Phyto_image_305_392

Phyto-ს Secret Professionnel-ის ხაზის ამპულები მცენარეულ ექსტრაქტებზეა დამზადებული და არ შეიცავს ისეთ აგრესიულ ქიმიურ დანამატებს, როგორიც სილიკონი და მინერალური ზეთებია. ამ ხაზიდან ქერა თმისთვის იდეალური საშუალებაა Huile Supreme, რომელიც ქაცვის ზეთზეა დამზადებული: თმის დაბანამდე მშრალ თმაზე ვისვამთ, გადავანაწილებთ თმის მთელ სიგრძეზე და 5-10 წუთი დავიტოვებთ, შემდეგ ჩამოვიბანთ შამპუნით. შედეგად თმა რბილდება, ბზინავს და დატენიანებული და ძლიერი ხდება.

დროებით,

ანიკა

მსგავსი ბლოგები