წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სილამაზის მარათონი

ბლოგი:
აგვისტო 23, 2012
ავტორი Anika
ზაფხულის შვებულება-დასვენების და არეული ცხოვრების რიტმის შემდეგ, მგონი, ის დროა რომ საშემოდგომოდ ჩვეულ რიტმს მივუბრუნდეთ. არ ვიცი, ვისთვის რას გულისხმობს ყოველდღიური რეჟიმი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ თუ ამ რუტინაში აქტიურ ფიზიკურ ცხოვრებას ჩავრთავთ, მხოლოდ სასარგებლო იქნება. სატრენაჟორო დარბაზს და ფიტნეს გაკვეთილებს არ ვგულისხმობ - მარტივი ძუნძული და სირბილი და მინდა შემოგთავაზოთ, რომლისთვისაც კვირაში სულ რამდენიმე საათი დაგჭირდებათ და რომლის დახმარებითაც ნივთიერებათა ცვლას  და სახსრების და კუნთების მდგომარეობას გაიმუჯობესებთ.

ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ამ “მარტივ” ძუნძულსა და სირბილსაც თავისი წესები აქვს, რომლებიც დღევანდელ წერილში მინდა გაგიზიაროთ. მათთვის, ვისაც გამოცდილება არ აქვს ან დიდი ხნის უვარჯიშებელია და სურს კვლავ დაუბრუნდეს ჯანსაღ ცხოვრების წესს, სპეციალისტების რჩევები შემდეგია:

პირველი დღე ჩქარი სიარულით დაიწყეთ. შეეცადეთ ტემპი ისე შეინარჩუნოთ, რომ სიარულის დროს ლაპარაკი არ გიჭირდეთ (მაგრამ არ ილაპარაკოთ). პირველი დღისთვის 15 წუთი იარეთ და სიარულის დასრულების შემდეგ გაწელვითი ვარჯიშები არ დაგავიწყდეთ: წინზნექი; მუხლის, წელის, მხრის სახსრების მსუბუქი ტრიალი.

მეორე დღეს იგივე ტემპით დადიხართ, მხოლოდ 20-25 წუთის განმავლობაში. თუ სიარულის დროს დაიღლებით, ტემპი შეანელეთ.

მესამე დღეს ხანგრძლივობა 30 წუთამდე გაზარდეთ.

მეოთხე დღეს ექიმები შემდეგს გვირჩევენ: სიარულის 15 წუთზე ძუნძულით 2 წუთი ვირბინოთ და შემდეგ ისევ სწრაფ სიარულს დავუბრუნდეთ. ხანგრძლივობა ისევ 30 წუთი.

მეხუთე დღეს 2 წუთიან ძუნძულს ოდგან ვზრდით 3 წუთამდე. მეექვსე და მეშვიდე დღეებს კი უკვე 4 წუთი ვიძუნძულებთ შუალედში.



მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ დილით გადაწყვეტთ ვარჯიშს, მაშინ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე მსუბუქად წაიხემსოთ ან წვენი დალიოთ. თუ საღამოს აირჩევთ, მაშინ ვარჯიში ვახშმიდან სუმ მცირე ერთი საათის შემდეგ დაიწყეთ. და არ დაგავიწყდეთ შესაბამისი ფეხსაცმლის შერჩევა: ბენსიმონები და კედები ლამაზი და მოდურია, მაგრამ სირბილისთვის არ გამოდგება. ამისთვის საგანაგებოდ უნდა შეარჩიოთ სარბენი “ბოტასი”.

მოკლედ, სასიამოვნო მარათონს გისურვებთ!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები