წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სილამაზის საიდუმლოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ბლოგი:
ნოემბერი 26, 2013
ავტორი Anika
ამა თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდები ყოველთვის აღძრავდა ცნობისმოყვარეობას სხვა ქვეყნების ქალებში, ამიტომაც, მოდით დღევანდელ პოსტში რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე საინტერესო რჩევებს გავეცნოთ.

იტალია: აბუსალათინის ზეთი წარბებისთვის

როგორც ირკვევა, იტალიელი ქალების დიდი ნაწილი აბუსალათინის ზეთს გრძელი და ხშირი წარბების მისაღწევად თუ შესანარჩუნებლად იყენებს. ეს მრავალჯერ გამოცდილი, საკმაოდ ეფექტური მეთოდია, ასე, რომ თუ წარბები გცვივათ ან გაგითხელდათ, აბუსალათინის ზეთი მის გამაგრებაში დაგეხმარებათ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველ ღამით, ძილის წინ ზეთი წარბებში შეიზილეთ და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

496x323_0xc0a8393c_14488973901370463276

ჩინეთი: თეთრი ჩაი ჯანმრთელი თმისთვის

აზიელებს კარგი გენეტიკის გარდა, სქელი და პრიალა თმის შენარჩუნებაში თეთრი ჩაი ეხმარება თურმე. მწვანე ჩაის სასიკეთო თვისებებზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ თეთრ ჩაიზე ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. როგორც ირკვევა, თეთრი ჩაი თავისუფალ რადიკალებს (სიბერის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი) ებრძვის, ხოლო თუ თეთრ ჩაიში რამდენიმე წვეთ როზმარინის ზეთს დავამატებთ და მას თმაზე გადავივლებთ, ამით ძალიან დავეხმარებით გამომშრალ თმებს: ასე მათ სიძლიერეს და ბუნებრივ მბზინვარებას დავუბრუნებთ.

496x323_0xc0a8393c_5214973791370463276

ბრაზილია: ქვიშის პილინგი

ბრაზილიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ამბობენ, მის საოცნებო სანაპიროებზე სეირნობისას ადვილად შეხვდებით გოგონებს, რომლებიც ტანს სველი ქვიშით იზელენ. ასეთი პილინგი არამარტო კანის აქერცვლაში, არამედ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და შესაბამისად, ზედმეტი ცხიმების დაწვაში და ცელულიტის შემცირებაში გეხმარებათ. ტოპ-მოდელი ბარ რაფაელი ამბობს, რომ ის სკრაბს თავად ამზადებს ზღვის მარილის და ზეითუნის ზეთის გამოყენებით.

496x323_0xc0a8393c_18795808141370463276

პოლონეთი: თაფლი კანის დასარბილებლად

ვინაიდან ყინვაში და სიცივეში სახის და ხელის კანი ადვილად წითლდება და ღეზიანდება, ხოლო თბილ ტანსაცმელში შეფუთული ტანის კანი უჟანგბადობის გამო შრება და აქერცვლას იწყებს, საჭიროა მათი განსაკუთრებული მოვლა. პოლონელი ქალები ამ დროს თაფლს მიმართავენ და მას მრავალმხრივად იყენებენ: ტუჩებზე ისვამენ დასარბილებლად; მოხარშული ყავის ნალექში ურევენ მას და ასეთი სქრაბით ტანის პილინგს იკეთებენ; აქერცლილი ტუჩების შემთხვევაში კი, კბილის ჯაგრისის გამოყენებით, თაფლით ტუჩების პილინგს იკეთებენ.

ინდოეთი: ქოქოსის ზეთი თმის მბზინვარებისთვის

თუ თქვენ თმის დაგრძელებას გადაწყვეტთ, მაშინ საუკეთესო, რაც ამ მიმართულებით შეიძლება შემოგთავაზონ, ინდოელი ქალის თმაა. თმა ხომ ნებისმიერი ინდოელი ქალის სიამაყის საგანია - შესაბამისად, მოვლაც განსაკუთრებული ესაჭიროება. ყველაზე პოპულარული მათში თმის სხვადასხვა ტიპის ზეთებით მოვლა ყოფილა, მათ შორის, მბზინვარების საუკეთესო წყაროდ კი ქოქოსის ზეთია მიჩნეული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები