We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სიმძიმეებით ვარჯიში ქალებისთვის: მითი და რეალობა

_from blog_:
_February_ 02, 2015
_by_ Anika
რამდენ თქვენგანს მიაჩნია, რომ სატრენაჟორო დარბაზში სიმძიმეებით ვარჯიში ქალებისთვის არასასურველია?! და რომ 5 კილოგრამიანი ჰანტელების აწევის შედეგად დიდი და უშნო კუნთები “დაგაჯდებათ”?! კუნთების ჰიპერტროფიაზე (სწორედ ამ ტერმინით გამოხატავენ კუნთოვანი მასის გაზრდის ფიზიოლოგიურ პროცესს) როცა ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ზრდა სხვა არაფერია, თუ არა რეაქცია სტრესზე, რომელსაც ორგანიზმი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულებისას განიცდის. ამ დროს ორგანიზმი თავისებურად რეაგირებს დატვირთვაზე და ასე ვთქვათ, თავს იცავს შემდგომი მსგავსი დატვირთვებისგან. ამიტომაცაა, კულტურისტემი მუდმივად ცდილობენ ცვალონ სიმძიმეები, ვარჯიშები, გამეორებების და მისვლების რაოდენობა.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების შედეგად დადგენილია, რომ ერთგვაროვანი სავარჯიშოების შესრულების შედეგად კუნთის ზრდა დიდად არ განსხვავდება მამაკაცებში და ქალებში. თუმცა, მამაკაცებში კუნთებში ძალია მატებას როგორც წესი, თან ახლავს ზემოთხსენებული კუნთების ჰიპეტროფია, ხოლო ქალებში კი კუნთები მეტწილად უცვლელი რჩება.

665@495@ece230d1138836f1008a7f4553c63117-NGE1ODI0YTM0NA

ზოგადად, კუნთების ზრდა მეტწილად დამოკიდებულია ჰორმონებზე, კერძოდ კი ტესტოსტერონზე - მამაკაცის ჰორმონზე, რომელიც მამაკაცის ორგანიზმში არაერთ მნიშვნელოვან პროცესზეა პასუხისმგებელი. ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონი ძალიან მცირე რაოდენობითაა, რაც ქალის ორგანიზმში ქალური ჰორმონის ესტროგენის სიჭარბით არის გამოწვეული. სხვათაშორის, სწორედ ეს ესტროგენია ჩვენი ბევრი პრობლემის - ცხიმების თეძობის და დუნდულების ზონებში განაწილების მიზეზი.

ასე რომ, არ იღელვოთ, ულამაზო და ამობურცული კუნთები თქვენ არ გემუქრებათ: გაცილებით მეტი შანსი გაქვთ, რომ სხეული მწყობრში კუნთების ზედმეტად გაზრდის გარეშე მოიყვანოთ, ვიდრე არასასურველი ფორმების მიღება. თანაც, სიმძიმეების აწევით ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანთ: ასე პირველ რიგში, ძვლოვან-შემაერთებელ აპარატს გააძლიერებთ, რაც მნიშვნელვანია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. მეორეც, სიმძიმეების აწევის შედეგად ცხიმოვანი მასა ორგანიზმში საგრძნობლად მცირდება. ამას გარდა, სხეული ლამაზ, ჯანმრთელ ფორმებს იღებს და გაცილებით გაჭიმულია. ასე, რომ თამამად შეურიეთ ერთმანეთს სატრენაჟორო დარბაზის სავარჯიშოები და სხვადასხვა ტიპის ფინტეს კლასები პროფესიონალი ტრენერის მეთვალყურეობის ქვეშ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_