We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სიმპტომები, რომლებიც რკინის დეფიციტზე მიგვითითებენ

_from blog_:
_January_ 08, 2015
_by_ Anika
ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იკეთებენ სისხლის ანალიზს (წელიწადში ორჯერ მაინც) და საკუთარი ორგანიზმის რესურსებს სხვებზე მეტად იცნობენ. თუმცა, დარმწუნებული გაცილებით ბევრია ჩვენში ისეთები, რომლებიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ლაბორატორიულ კვლევებს. არადა, რომ იცოდეთ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს ყოველდღიურობაზე, გუნება-განწყობაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე სისხლში რკინის მაჩვენებელს, მერწმუნეთ, სისხლის საერთო ანალიზს გაცილებით ხშირად გაიკეთებდით: რკინა ხომ ჰემოგლობინის გამომუშავებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ჰემოგლობინი კი თავის მხრივ ორგანიზმში ჟანგბადის განაწილებაში გვეხმარება.

ამერიკელი ექიმები გვიზიარებენ ინფორმაციას იმ სიმპტომების შესახებ, რომელთა არსებობაც შესაძლოა რკინის დეფიციტზე მიუთითებდეს, მე კი ამ ინფორმაციას თქვენ გაგიზიარებთ.

iron-skin-400x400

ყველაზე ხშირი სიმპტომი ამ დროს დაღლილობის შეგრძნებაა: ვინაიდან სხეულში ქსოვილებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ რკინის დეფიციტის დროს, ამდენად ენერგიაც ნაკლები გააჩნია ორგანიზმს. თუ ამ შეგრძნებას ისიც ემატება, რომ თავს სუსტად, გაღიზიანებულად გრძნობთ და კონკრეტულ რამეზე ფოკუსირება გიჭირთ, მაშინ ექიმების თქმით, შესაძლოა საქმე რკინის დეფიციტთან გვქონდეს.

ფერმკრთალი კანი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. თუ თქვენ ბუნებრივად ღია ფერის კანი გაქვთ, მაშინ სიფერმკრთალე კიდევ უფრო ადგილი შესამჩნევი იქნება. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა კანის სიღიავეს, თუ ტუჩების შიდა ნაწილი, ღრძილები, თვალის ქვედა ქუთუთოების შიდა ნაწილი ჩვეულზე ღია წითელი შეფერილობისაა, მაშინ რკინის ნაკლებობა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი.

iron-heart-400x400

ჰაერის ნაკლებობა კიდევ ერთი ხშირი სიმპტომია: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ღრმად ჩაისუნთქავთ ჰაერს, თუ ორგანიზმს ჟანგბადი ნაკლები რაოდენობით მიეწოდება, ჰაერის ნაკლებობა ნებისმიერ შემთხვევაში შეგაწუხებთ.

კიდევ ერთი უჩვეულო რამ, რაც რკინის ნაკლებობას შეიძლება მიუთითებდეს: თუ თქვენ კვებისთვის გამოუსადეგარი პროდუქტების დასაგემოვნებლად გაგირბით ხელები, მაგალითად, თიხა, ცარცი, ქაღალდი - არ გაგეცინოთ, არის ასეთი შემთხვევები! ასე რომ ვიდრე ოფისში პრინტერიდან ამოღებული ქაღალდების ჩატკბარუნებას დააპირებთ, სჯობს, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და საჭირო ანალიზები გაიკეთოთ.

გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ რკინის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას აქვეითებს და ბლოკავს მის მეტაბოლიზმის მასტიმულირებელ ფუნქციას. ასე, რომ მიაქციეთ სათანადო ყურადღება  საკუთარ ჯანმრთელობას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება თქვენს სილამაზეზეც და გუნება-განწყობაზეც.

მომდენო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_