We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სიშავეები თვალების ირგვლივ და მათი მოცილება

_from blog_:
_October_ 03, 2016
_by_ Anika
დაღლილობა, უძილობა, სტრესი, გარემოს დაბინძურება - ეს და კიდევ არაერთი ფაქტორი განაპირობებს იმ უსიამოვნო სიშავეებს, რომელიც თვალების ირგვლივ ზონაში გვირჩნდება და თავსატეხს გვიჩენს. რა არის მათი გაჩენის ძირითადი მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა, გენეტიკური ფაქტორი. თუ გენეტიკურად გამოკვეთილად თხელი ან ღია ფერის კანი გაქვთ თვალის ქვედა ქუთუთოზე, შესაბამისად უფრო შესამჩნევია როცა სისხლი ამ ადგილას გროვდება (ხშირად შენელებული სისხლის მიმოქცევის გამო, რაც ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული). სისხლის დაგროვების გამო, ნაზი კაპილარები იჭიმება და ხდება სისხლის გამოჟონვა.

ასაკი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლებთან ერთად კანი კოლაგენს კარგავს და თხელდება, შესაბამისად სისხლძარღვებიც უფრო შესამჩნევი ხდება, მზე და რუჯი კი ამ პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

რა მოვუხერხოთ სიშავეებს?

თუ ისინი სისხლძარღვოვანი პრობლემითაა გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ექიმები ბალიშების მომარაგებას გვირჩევენ ძილის დროს - ასე სისხლი ნაკლებად დაგროვედება ქვედა ქუთუთოების ზონაში. დილით, თვალებზე ცივი კომპრესი დაიდეთ, რაც სისხლძარღვების შევიწროვებას შეუწყობს ხელს. თვალის საცხის შერჩევისას, კოფეინის შემცველი საცხი კარგი არჩევანია, ვინაიდან ის ასევე სისხლძარღვებს ავიწროვებს.

თუ სიშავეები ასაკობრივი ფაქტორითაა გამოწვეული,  ისეთი საცხი შეარჩიეთ, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას და დაგროვებას უწყობს ხელს. იდეალურ ვარიანტში საცხი რეტინოლის ან C ვიტამინის შემცველი უნდა იყოს.

გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად მზისგანდამცავი საცხის გამოყენება - SPF-ის შემცველი თვალის საცხების შერჩევა დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

მარტივად შესანიღბად კი დამატენიანებელი საცხის გადასმის შემდეგ, 5 წუთი დააცადეთ საცხს შეწოვა და შემდეგ გადაისვით თქვენი კანის ტონალობის მქონე კონსილერი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_