We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სითხეების მიღება ცივ სეზონზე

_from blog_:
_October_ 25, 2016
_by_ Anika
სითხის მიღებას სეზონი არ გააჩნია - ნებისმიერ სეზონზე თუ გეოგრაფიულ ლოკაციაზე დღე-ღამის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის დალევა უცვლელ წესად და სავალდებულო ნორმად რჩება. დილა რომ უზმოზე მიღებული წყლით უნდა დავიწყოთ, ამასაც ნელ-ნელა ვეჩვევით - ორი დიდი ჭიქა წყალი (მინერალების ბალანსის იდეალურად დასარეგულირებლად, ბოთლის წყალი ყველაზე გონივრული არჩევანია) დილიდანვე ენერგიას შეგმატებთ. თუმცა, ცივი სეზონის მოსვლასთან და სხვადასხვა ვირუსული ინფექციების მატებასთან ერთად, იმუნიტეტის მოძლიერების საჭიროებაც ჩნდება, ამიტომაც, დღევანდელ პოსტში იმ რამდენიმე სასარგებლო სასმელზე მოგიყვებით, რომლებიც შემოდგომა-ზამთრის ნაცრისფერ სეზონს გაგილამაზებთ და კომფორტის შეგრძნებასაც მოგგვრით.

ვაშლის ძმრის სასმელი - 1/4 ჭიქა წყალს დუღილამდე მივიყვანთ, დავასხამთ 1/4 ჭიქა გაუფილტრავ ვაშლის ძმარს, დავუმატებთ 1 სუფრის კოვზ თაფლს, 1 ჩაის კოვზ კაიენის პილპილს, კარგად მოვუმევთ და ბოლოს ჩავაგდებთ ერთ თხელ ნაჭერ ლიმონს.

03a5138514d06860_Hot-Toddy

ცხელი ალკოჰოლური სასმელი - ვიღებთ 50 გრამ ბრენდის, სკოჩს ან ბურბონს, ვამატებთ 200 მლ. ცხელ წყალს, 3/4 სუფრის კოვზ თაფლს, 2 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს, ამ ყველაფერს ავურევთ და დავამატებთ დარიჩინის ჩხირს და ბოლოს 1-2 თხელ ნაჭერ ლიმონს.

ანტიმოკრობული თვისებებით გამორჩეული კურკუმას რძე - ერთ ჭიქა ნუშის რძეს ჩავაყაროთ 1/2 ჩაის კოვზი დაფქული კურკუმა, 1/2 ჩაიკ კოვზი დაფქული კოჭა, 1/4 ჩაის კოვზი დაფქული ილი და ბოლოს მოვასხათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

c7929d0657572c4e_immunity-tonic

იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელი - ვიღებთ ნახევარ ჭიქა ფორთოხლის ახლადგამოწურულ წვენს, ვამატებთ კოჭას  დაახლოებით სამსანტიმეტრიან ნაჭერს წვრილად დაჭრილს, 2 სუფრის კოვზ თაფლს და ერთ მწიკს დაფქულ კურკუმას. როგორც ამბობენ, ეს სასმელი მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით და გააჩნია ძლიერი ანტივირუსული მოქმედება. 
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა 

_OTHER BLOGPOSTS_