ბლოგი:
მაისი 07, 2016
ავტორი Anika
სმუზი არაჩვეულებრივი გამოგონებაა მათთვის, ვისაც ორგანიზმის ჯანსაღ ფორმაში შენარჩუნება და წონის დარეგულირება სურს. წონაში კლება რომც არ გსურდეთ, პროდუქტების სათანადო კომბინაციით მომზადებული სმუზის მირთმევა ყოველთვის მისასალმებელია: ის დიდი ხნით დაგვანაყრებს და ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინითა და მინერალით მოამარაგებს.
სმუზი-ანტიოქსიდანტი - მის მოსამზადებლად 130 გრამამდე უშაქრო კენკრა (გაყინულიც შეგიძლიათ გამოიყენოთ), ნახევარი ჭიქა უშაქრო ბროწეულის წვენი, ნახევარი ჭიქა წყალი და ნახევარი სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები (მე სელის მარცვლების ფხვნილი გამოვიყენე) დაგვჭირდება. ამ ყველაფერს ბლენდერში მოვათავსებთ და დავაბლენდერებთ სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. ამ ერთ ულუფა სმუზში 223 კალორიაა და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო ის დიდი ხნით დაგანაყრებთ.
კენკრების გამოყენებით, მეორე ვარიანტიც არის შესაძლებელი: ერთ ჭიქა უცხიმო რძეს და 130 გრამამდე გაყინულ მოცვს ვყრით ბლენდერში და ვაბლენდერებთ. ჭიქაში ჩასხმის შემდეგ ვამატებთ 1 სუფრის კოვზ სელის ზეთს და მზადაა.
ბანანის სმუზი - ვიღებთ ნახევარ ჭიქა უცხიმო რძეს, ნახევარ ჭიქა მაწონს, 2 სუფრის კოვზ უმარილო მიწისთხილის კარაქს, ძალიან მწიფე ბანანის 1/4-ს, 1 სუფრის კოვზ თაფლს და 4-5 ყინულის კუბს და ყველაფერს ერთად ვაბლენდერებთ.
მწვანე სმუზი - ნახევარ კიტრს, ნიახურის ღეროს 1/4-ს, 450 გრამ ისპანახს, პატარა შეკვრა პიტნას, 3 ცალ საშუალო ზომის სტაფილოს, ნახევარ შეკვრა ოხრახუშს, ერთი პატარა ლიმონის წვენს, 165 გრამ ანანასს და ერთ ჭიქა წყალს დავაბლენდერებთ და ჩავასხამთ დიდ ჭიქაში.
მომდვნო პოსტამდე,
ანიკა