ბლოგი:
მაისი 20, 2015
ავტორი Anika
იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტს აქტიურად მისდევს, ადრე თუ გვიან, კვების სპორტულ ცხოვრების წესთან ადაპტირების საკითხიც დგება. უფრო სწორად, ყოველდღიურ რეჟიმში სპორტული კვების ელემენტების შემოტანა ხდება საჭირო. რას გულისხმობს სპორტული კვება და რამდენად უსაფრთხოა ის? ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად სათანადო ინფორმაცია მოვიძიე და მინდა დღევანდელ პოსტში გაგიზიაროთ.
საკვები დანამატები, რომელთაც სპორტის აქტიური მიმდევრები იყენებენ, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სწრაფად აღდგენაში გვეხმარება, აუმჯობესებს სპორტულ მაჩვენებლებს და ზრდის ამტანიანობას. პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ, რომ სპორტული კვების პროდუქტები ჰორმონალურ პრეპარატებს არ წარმოადგენენ, ისინი არ ცვლიან კვების მიღებას და მხოლოდ ავსებენ საკვებ რაციონს: ორგანიზმს მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობას უბალანსებენ.
სპორტული კვების ყველაზე პოპულარული ელემენტი პროტეინია, რომელსაც ყველაზე ხშირად კოქტეილის სახით იყენებენ. პროტეინის სასმელი ორგანიზმს ცილების საჭიროების დაბალანსებაში ეხმარება და იდეალურია ვარჯიშის/დატვირთვის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად. ის ორგანიზმის ცხიმოვან მასას ამცირებს და ამკვრივებს კუნთოვან მასას. როგორც წესი, პროტეინების კოქტეიელს ვარჯიშის შემდეგ მიირთმევენ.
სპორტული დანამატის კიდევ ერთი პოპულარული ელემენტია ცხიმისმწველები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ და მადას თრგუნავენ. ასეთი დანამატები ცხიმოვანი უჯრედების დაშლას უწყობენ ხელს და მათ ენერგიად გარდაქმნიან. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცხიმისმწველები მხოლოდ ვარჯიშებთან და დაბალანსებულ კვებასთან ერთად კომბინაციაშია ეფექტური. მათ შორის, ყველაზე პოპულარულია კოფეინის, L კარნიტინის და გუარანას ექსტრაქტზე დამზადებული ცხიმისმწველები. მათ როგორც წესი, ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ.
თუმცა, რაც არ უნდა ბეჯითად მიიღოთ სპორტული საკვები დანამატები, ადექვატური დაბალანსებული კვების რეჟიმის გარეშე თქვენთვის სასურველი სხეულის ფორმის მიღწევა შეუძლებელი იქნება. მაგალითად, თუ ცხიმის დაწვა გვსურს, ასეთ შემთხვევაში უნდა მივიღოთ უფრო ნაკლები რაოდენობის კალორიები, ვიდრე დღი განმავლობაში ვხარჯავთ. ეს კი ექიმების რჩევით, უნდა მოხდეს მარტივი ნახშირწყლების და ცხიმების მაქსიმალურად შემცირებით და ცილების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე.
შიმშილის გრძნობა რომ არ მოგვეძალოს, უნდა მივირთვათ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. და არ დაგავიწყდეთ, რომ კვება დაბალანსებული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმებზე სრულად უარი არ უნდა ვთქვათ. ვარჯიშამდე 2 საათით ადრე და ვარჯიშის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში საკვები არ უნდა მივიღოთ. როგორც ფიტნეს-ინსტრუქტორები ამბობენ, ყოველ 2-3 საათში ერთხელ მცირე რაოდენობით საკვების მიღება საჭიროა საიმისოდ, რომ გაუმჯობესდეს ნივთიერებათა ცვლა - ასე წონაში კლებაც გაადვილდება და კუნთის მასასაც არ დავკარგავთ.
საბოლოო ჯამში, სპორტული ცხოვრება და იმავდროულად სპორტული კვება არც თუ ისე მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: ეს პროცესი დროს, ნებისყოფას და პროფესიონალ დამხმარეს საჭიროებს. ამიტომაც, არასდროს შეიძინოთ საკვები დანამატები სპონტანურად, საკუთარი გადაწყვეტილებით - პირველ რიგში გაიარეთ კონსულტაცია ინსტრუქტორთან, შეუთანხმეთ ექიმს და შემდეგ გადადით უკვე შესაბამის რეჟიმზე.
წარმატებები!
ანიკა