We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სტაფილოს დიეტა

_from blog_:
_August_ 13, 2013
_by_ Anika
სწრაფი და ეფექტური დიეტების პოპულარობა დროსთან ერთად კლების ნაცვლად პირიქით იმატებს მგონი. ყოველ შემთხვევაში, ინტერესი ასეთი დიეტების მიმართ ძალიან დიდია - თანაც უმეტესობა სწორედ ისეთი მოკლევადიანი დიეტის ძიებაშია, რომელიც იმავდროულად ჯანმრთელობისთვისაც არ იქნება საზიანო. ამიტომაცაა, რომ ასეთი დიეტების არსენალში ბოლო პერიოდში დიდი გავრცელება ჰპოვა სტაფილოს დიეტამ. სტაფილოში შემავალი ბეტა-კაროტინი ხომ ისედაც ცნობილია როგორც სილამაზის ელექსირი. ეს ის ბეტა-კაროტინია, რომელიც ორგანიზმში A  ვიტამინად გარდაიქმნება, ორგანიზმს წმენდს, მეტაბოლიზმს არეგულირებს და აჩქარებს, მხედველობას და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და დადებითად მოქმედებს თმების და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მოკლედ, ბეტა-კაროტინის სასარგებლო თვისებები გავიარეთ. მას გარდა, სტაფილო B3, C და E ვიტამინებს, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, უჯრედისს და ნატრიუმს შეიცავს. და ბოლოს, სტაფილო ე.წ. “უარყოფითი კალორიების” მქონე ბოსტენულთა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბოსტნეულის გადასამუშავებლად ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თავად სტაფილო შეიცავს.

4

ახლა დიეტას რაც შეეხება. აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ ამ დიეტის ბოლომდე გაძლებას ცოტა ვინმე თუ შეძლებს, ვინაიდან ის საკმაოდ მკაცრ და შეზღუდულ რაციონთანაა დაკავშირებული. დიეტის ხანგრძლივობა 4 დღეა და როგორც გამოცდილების მქონეები ამბობენ, ამ ოთხ დღეში 3-3.5 კილოგრამისგან განთავისუფლდებით.

დიეტის ძირითადი ინგრედიენტი სტაფილოს სალათია. ყოველ დღეზე დაახლოებით ერთი კილოგრამი უმი სტაფილო, ერთი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი უნდა გაითვალისწინოთ. სალათი კი ასე მზადდება: ერთ კილო უმ სტაფილოს ვასუფთავებთ, ვრეცხავთ და სახეხზე ვხეხავთ, რის შემდეგაც ერთი ლიმნის და ერთი სუფრის კოვზი თაფლის ნაზავს ვასხამთ და კარგად ავურევთ. მიღებულ სალათს 3 პორციად გავყოფთ და მაცივარში შევინახავთ. არ დაიზაროთ და ყოველი დღისთვის ახალი სალათი მოამზადეთ - წინა დღეს მომზადებული და მაცივარში შენახულს მაინც თავისებური გემო აქვს.

დიეტის პირველი სამი დღის განმავლობაში, სალათის ყოველი მიღებისას ნებადართულია ერთი ხილის მირთმევა: ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი. შეგიძლიათ ცალკე მიირთვათ ან სულაც სალათში დაამატოთ.

2

მეოთხე დღეს კი უკვე გამოვდივართ სტაფილოს დიეტის რეჟიმიდან და ამიტომაც, უკვე შეგიძლიათ ვახშამზე მცირე რაოდენობით მოხარშული კარტოფილი მიირთვათ, 100 გრამ მოხარშულ ხორცთან ერთად.

როგორც გვარწმუნებენ, ამ ოთხი დღის შემდეგ საკმაოდ მსუბუქად უნდა ვიგრძნოთ თავი - ორგანიზმი იწმინდება, მეტაბოლიზმი უმჯობესდება და ახალი ენერგიების მოზღვავებას გრძნობთ. და ყველაზე მთავარი - არ დაგავიწყდეთ, რომ დიეტის დასრულები შემდეგ ზომიერად უნდა გადახვიდეთ ჩვეულებრივი კვების რეჟიმზე და შეძლებისდაგვარად შეიაკვოთ თავი ცომეულისა და ტკბილეულისაგან.

მომდევო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_