წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სტაფილოს ზეთი - თმის საუკეთესო დაცვა ზაფხულის დღეებში

ბლოგი:
აგვისტო 04, 2014
ავტორი Anika
თმის განსაკუთრებული მოვლის მოყვარულები, ტრადიციული, რუტინული შამპუნი-ბალზამი-კონდიციონერი-ნიღაბის გარდა, ბოლო წლების ტენდენციების შესაბამისად, საკუთარ თმას ქოქოსის და არგანის ზეთით ანებივრებენ. თუ თქვენც მათ რიგებში ხართ, მაშინ ალტერნატივების გასამდიდრებლად კიდევ ერთ სუპერპროდუქტს შემოგთავაზებთ, რომელიც გამორჩეულად პრაქტიკული სწორედ რომ ზაფხულის ცხელ სეზონზეა. სტაფილოს ზეთზე გესაუბრებით, რომელიც ბევრი ძვირადღირებული ბრენდის მიერ შემოთავაზებული ძვირიანი პროდუქციისგან განსხვავებით, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და რომელიც მშრალი, დაღლილი თმის გაცოცხლებაში დაგეხმარებათ.

სტაფილოს ზეთის უპირატესობა პირველ რიგში, მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ზღვის მარილისგან თმის  დაცვაა. ის დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს - კაროტენოიდს, რომელიც ორგანიზმში მზისგან დაცვის ფუნქციას აძლიერებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას E ვიტამინთან კომბინაციაში განვიხილავთ.

სტაფილოს ზეთის მოხმარების გამოცდილება ვისაც აქვს, ისინი ამტკიცებენ, რომ ზაფხულში, ზღვაზე ყოფნისას, ამ ზეთის მოხმარება შესაძლებელია როგორც მზის აბაზანებამდე, ასევე მზეზე ყოფნისას და მის შემდეგად - მოკლედ, დროში შეზღუდვა ამისთვის არ არსებობს. ამის შემდეგ თმას რომ დაიბანთ, შედეგით გაკვირვებული დარჩებით: თმა რბილი და დამყოლი ხდება, ბუნებრივად ხვეული და ტალღოვანი თმა კი მის ბუნებრივ ფორმებს იბრუნებს.

სტაფილოს ზეთა კიდევ უფრო მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია, თუ მას სხვა მკვებავ ზეთებს შეურევთ, მაგალითად ისეთებს როგორიცაა სოიოს და ალისარჩულის (safflower oil - ქართულად ასე ქვია ამ მცენარეს) ზეთები, რომლებიც საუკეთესოა გამომშრალი თმის გამოსაკვებად.

ბევერლი ჰილზის ცნობილი სტილისტი სარა მედიკი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტაფილოს ზეთი არგანის და ქოქოსის ზეთთან შედარებით ნაკლებ პოპულარულია (ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში), ის უბადლო პროდუქტია თმის ზრდის სტიმულირებისთვის და ბუნებრივი მბზინვარებისთვის - ამას სტაფილო მასში შემავალი დიდი რაოდენობით A ვიტამინით ახერხებს. ასე, რომ სტაფილოს ზეთი არამხოლოდ ზაფხულის ცხელი დღეების თანამგზავრი შეიძლება იყოს, არამედ წლის ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენი თმის სიჯანსაღეზე იზრუნოს და სხვა ზეთებთან და თმის მოვლის საშუალებებთან შედარებით, მინიმალურ ფასად.

მათ, ვისაც მსხვერევადი თმა აქვს, კვირაში ერთხელ შეუძლიათ სტაფილოს ზეთი დამატენიანებელი კონდიციონერის სახით გამოიყენონ: შეიზელთ თმის ძირებში და 15-20 წუთით გაიჩერებთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანთ. გარდა ამისა, ეს ზეთი არაჩვეულებრივი მათთვისაც, ვინც ხშირად იყენებს თმის საშრობს (ჩვენ რომ "ფენს" ვეძახით).

თუ თქვენ სტაფილოს ზეთს ნუშის ზეთთან აურევთ, მაშინ ნუშში შემავალი პროტეინების დამატებითი ძალით, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამატენიანებელ პროდუქტს მიიღებთ, რომელიც თმას მზისგან, ზღვის მარილიანი წყლისგან და ქლორისგან ისე დაიცავს, რომ ზედმეტადაც არ დააგდებს და დაგიტკეპნით თმას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები