We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სტრესის გავლენა წონაში კლების პროცესზე

_from blog_:
_September_ 10, 2017
_by_ Anika
წარმოიდგინეთ იდეალურად დასახული წონაში კლების გეგმა, დაბალანსებული დიეტური კვების რაციონი, სათანადოდ გაწერილი ვარჯიშის გრაფიკი და ამ ყველაფრის ფონზე სრული იმედგაცრუება სასწორზე დადგომისას როცა აღმოაჩენთ, რომ აბსოლუტურად არაადექვატურად ნელი ტემპით იკლებთ წონაში ან სულაც თქვენი წონა რატომღაც ერთ ადგილას გაიყინა. როცა ძალიან მონდომებული ხარ, ბუნებრივია, შედეგებსაც მალევე ელი და როდესაც ეს ასე არ ხდება, ეს ყოველივე შესაძლოა ძლიერი დემოტივატორი იყოს წონაში კლების პროცესისთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი "გაყინვის" მიზეზი?

ექიმების მტკიცებით, ამ საქმეში დიდი წვლილი სტრესის ფაქტორს მიუძღვის, რასაც სამწუხაროდ, ხშირად არც ვითვალისწინებთ. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას ძალიან დიდი გავლენა ჰქონია წონაში კლების პროცესზე, თუ რასაკვირველია ზომებს არ მივმართავთ სტრესის შესამცირებლად და მის მინიმუმამდე დასაყვანად.

რა გზით აფერხებს სტრესი ამ პროცესს? უპირველეს ყოვლისა, სტრესის დროს გამოყოფილი ჰორმონი კორტისოლი მთელ ჩვენ სხეულში გადანაწილდება. კორტისოლი ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხეა მუცლის არეში ჭარბი ცხიმის წარმოსაქმნელად. ამას გარდა, როცა სისტემატურად სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს შესაბამისად ზრდის თხელი კუნთების დაშლის პროცესს, რომელიც თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას ანელებს. რაც უფრო მცირე იქნება თხელი კუნთების მოცულობა, მით უფრო გართულდება წონის შენარჩუნება ან წონაში დაკლება.

დამატებით, სტრესის მაღალი მაჩვენებლის დროს ორგანიზმის დიდი ალბათობით ჭარბი ოდენობით სითხის შეკავებას მოახდენს, რაც თავის მხრივ, შენიღვაბს წონაში კლების რეალურ შედეგებს. ამდენად, თუ სასწორი საგანგაშო მონაცემებს გიჩვენებთ, ეს შესაძლოა მხოლოდ ზემდეტად შეკავებული სითხით იყოს გამოწვეული.

სტრესის დროს განსაკუთრებით რთულდება კვების რეჟიმის გაკონტროლება - რას მივირთმევთ, როდის და რა ოდენობით. თანაც, ამ დროის მატულობს ტკბილეულის და ზოგადად ნახშიწყლების მიღების საჭიროება.

და ბოლოს, რეგულარული სტრესის ფონზე რთულდება ვარჯიშის შემდგომ ორგანიზმის აღდგენის პროცესი.

ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ სტრესთან გამკლავება და მისი მართვა ვისწავლოთ. ბევრისთვის იოგა და მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა ამ დროს, ზოგს ბუნებაში გასვლა გვრის სიმშვიდის მდგომარეობას. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ თქვენ შეძლებთ პერიოდულად იმ გზით განმუხტვას და გონების გათიშვას, რაც ყველაზე მეტად სასიამოვნოა თქვენთვის, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეს.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_