წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სტრესის შემამცირებელი საკვები

ბლოგი:
დეკემბერი 13, 2012
ავტორი Anika
იმ შემთხვევაში თუ სტრესულ მდგომარეობაში ხართ ან უბრალოდ ცუდი ამინდი მოქმდებს თქვენზე, შეგიძლიათ, ანტისტრესული პროდუქტი მიირთვათ, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.

გერმანულმა კვლევებმა ფსიქოფარმაკოლოგიაში დაადგინეს, რომ ვიტამინი C ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება სისხლის მიმოქცევის სისტემის აღდგენაში და სტრესული სიტუაციის შემდეგ კორტიზოლის დონის დარეგულირებაში, ასევე იგი ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტების გასაძილიერებლად.



ტკბილი კარტოფილი ითვლება სტრესის შემცირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. იგი ანეიტრალებს ტკბილეულს, რომელსაც სტრესის დროს მიირთმევთ.  ამავე დროს, ის მდიდარია ბეტაკაროტინით და სხვა მრავალი ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს ნახშირწყლების გადამუშავებაში ეხმარება.

ნუში სავსეა B და E ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხოლო ნიგოზი არეგულირებს არტერიულ წნევას.

ინდაურის ხორცი შეიცავს ამინომჟავას სახელად ტრიპტოფანი.  ეს ამინომჟავა ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც განწყობის ასამაღლებელი საუკეთესო საშულებაა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტრიპტოფანი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.



გარგარის ჩირი მდიდარია მაგნიუმით, რომელიც საუკეთესო ანტიდეპრესანტად ითვლება, ასევე იგი კარგი დამხმარეა კუნთების რელაქსაციისთვის.

მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შაკიკს და მოთენთილობას. ერთი ჭიქა ისპანახი 40 პროცენტით აღადგენს თქვენთვის ყოველდღიურად საჭირო მაგნიუმის დოზას.

ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და კიდე სხვა მრავალი მწვანე ბოსტნეული ვიტამინების მთავარი მარაგია, რომელიც ეხმარება სხეულს სტრესის დროს ძალების აღდგენაში.

გარდა ამ პროდუქტების ჩამონათვალისა, არ დაგავიწყდეთ, რომ სტრესის ფაქტორების შემცირებაში რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვაც ძალიან დაგეხმარებათ. ამასთან, იმისაც თუ გაითვალისწინებთ, რომ თქვენი ულუფა საკვები დღის განმავლობაში არა ორჯერ ან ერთჯერადად, არამედ სულ მცირე ოთხ კვებაზე გადაანაწილოთ, ეს იდეალური იქნება სისხლში შაქრის დონის სტაბილურობის შესანარჩუნებლად (როცა სისხლში შაქრის დონე დაბალია, ასეთ დროს მენტალური, ფიზიკური და ემოციური ენერგია მცირდება და შესაბამისად სტრესი იმატებს).
დროებით,

ანიკა

მსგავსი ბლოგები