We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სუნამო, როგორც კულტურის ნაწილი

_from blog_:
_October_ 14, 2012
_by_ Anika
იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად ძლიერი ზემოქმდებების მოხდენა შეუძლია სურნელებს ადამიანზე, ნეპოლეონის და ჟოზეფინას ისტორიის გახსენებაც საკმარისია.

იმპერატორმა ავტრიის ჰერცოგინიის გამო ჟოზეფინა მიატოვა. საყვარელმა ქალმა კი შურია იძია და სასახლიდან წამოსვლამდე, ოთახებში ის სურნელოვანი ნივთიერება მოაფრქვევინა, რომელსაც თვითონ ისხამდა. დარწმუნებული იყო, რომ ნაცნობი სურნელი ნაპოლეონს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ყოფილ ცოლს გაახსენებდა.

ფრანგი პარფიუმერი ფრანსის ქურჯიანის თქმით, სუნამო, საჭმლის და ღვინის მსგავსად, კულტურის ნაწილი უფრო არის, ვიდრე ცხოვრების.



სპარსელები პირველები იყვნენ, რომლებმაც ყვავილებიდან ზეთის გამოხდა დაიწყეს, შესაბამისად, ახლო ახლოაღოსავლეთში სუნამო კულტურის ნაწილია და იქ მცხოვრები ადამიანები იშვიათად გადიან გარეთ მის გარეშე. იმ ქვეყნებში, სადაც ჩადრი ყოვედღიური სამოსია, ქალები უმრავლეს შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების მძაფრ სუნამოებს იჩევენ - ეს მათი თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა.

ფრანგები არასდროს ერიდებიან მძიმე და პიკანტური სურნელების გამოყენებას და Chanel N5 ამის ნათელი მაგალითია.

სამხრეთის ქვეყნებში, ნესტიან და ცხელ ადგილებში, ადამიანები გამაცოცხლებელ და მკვეთრ სუნამოებს ირჩევენ. როგორც ქურჯიანი ამბობს, პაპანაქებაში მსუბუქი სურნელი რამდენიმე წუთიც კი არ გაგყვებათ.

სამხრეთის აბსოლუტური კონტრასტია იაპონიის შემთხვევა. მსგავსი ტიპის თავშეკავებული საზოგადოება დელიკატურ, მსუბუქ სურნელს ირჩევს.

ამერიკელები, გურმანებისთვის დამახასიათებელი გამძაფრებული ყნოსვის გამო, ხშირად ირჩევენ ტკბილ სუნამოებს ვანილისა და მარწყვის არომატით. ბრიტანელების არჩევანს მათი ყვავილების განსაკუთრებული სიყვარული განაპირობებს და ხშირად ირჩევენ იის, ვარდისა და შროშანის სურნელს.

როგორ სუნამოსაც არ უნდა ირჩევდეთ, გაითვალისწინეთ ლეგენდარული პარფიუმერის ესტე ლაუდერის დამკვიდრებული წესი- გააფრქვიეთ სუნამო ჰაერში და გაიარეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_