ბლოგი:
თებერვალი 26, 2014
ავტორი Anika
იანებმა, ვერსაჩეს ხანასთან ერთად, სუპერმოდელების ხანაც ისტორიას მიაბარა - ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. მაგრამ, თუ მოდის ინდუსტრიის სიახლეებს თვალს ადევნებთ, მიხვდებოდით, რომ სუპერმოდელები არც დავიწყებას მისცემიან და მათზე მოთხოვნაც არ შენელებულა. ნაომი კემბელი, ლინდა ევანგელისტა, ჰაიდი კლუმი, კალუდია შიფერი, სინდი კროუფორდი - მათი ვიზუალური მონატრებისთვის დროც არავის დაგვრჩენია. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ძველი დიდების გარდა, სილამაზის შენარჩუნებესაც ასოცრად ოსტატურად ახერხებენ. დღევანდელ პოსტში ერთ-ერთი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის „ლამაზად დაბერების“ და ფორმის შენარჩუნების საიდუმლოებები მინდა გაგიზიაროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
- ადრეულ ასაკში პრობლემური სახის კანი მქონდა: გამონაყარს და გაფართოებულს ფორებს გამუდმებით ვებრძოდი. საერთოდ, კანის მიხედვით, ქალის ასაკის განსაზღვრა მეტნაკლებად შესაძლებელია. ამიტომაც, ყველას ვურჩევდი, კანის მოვლას ადრინდელი ასაკიდანვე შეეჩვიონ. 20 წელზე მეტია ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული სახის დამატენიანებელი საცხი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სავალდებულო წესით ვიყენებ ასევე ღამის საცხს, თვალის საცხს და მზისგან დამცავ საშუალებებს.
- დეკოლტეს ზონა და ხელები ასაკობრივი ცვლილებებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთია. კანის სიმკვრივის და ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად რეგულარულად მივმართავ მეზოთერაპიას, ვიტამინების და კოლაგენის ინექციებს და მიკროდერმაბრაზიას, რაც სახიდან ცხიმიან მბზინვარებას მიქრობს, აუმჯობესებს კანის ფერს და კანს გაცილებით ხავერდოვანს ხდის.
- კვირაში 3-4 ჯერ „კლეოპატრას“ ანუ რძის აბაზანებს ვიღებ - ეს კანს სირბილეს ანიჭებს და კარგად ატენიანებს მას.
- ჯანმრთელი თმა ყოველთვის იყო ჩემი სიამაყე და პრიორიტეტი და მიმაჩნია, რომ ის ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს. თმის მოვლის წესები მარტივი მაქვს: საუნას თუ ვსტუმრობ, აუცილებლად ვისვამ თმაზე კონდიციონერს; თმას უამიაკო საღებავით ვიღებავ; ყოველდღიურად თმის მასაჟის 10 წუთს ვუთმობ და თმას მომრგვალებულ ბოლოებიანი სავარცხლით ვივარცხნი მხოლოდ.
- კვების რაციონს რაც შეეხება, ე.წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტის მიმდევარი ვარ, რაც დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, უცხიმო რძის პროდუქტებს, თევზს და ნატურალურ ზეითუნის ზეთს გულისხმობს. დღის განმავლობაში 5-6-ჯერ ვიკვებები, მცირე ულუფებით. პერიოდულად საყვარელ ცდუნებებზეც არ ვამბობ უარს: ძალიან მიყვარს შოკოლადი და პიცა.
- ვაღიარებ, რომ მაქვს ცელულიტი და არ ვცდილობ ამის დამალვას - ჩემი მხრიდან ეს დიდი სისულელე იქნებოდა;
- აქტიურ ცხოვრებას გარკვეულ დროს ვუთმობ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: კვირაში ორჯერ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, კვირის დანარჩენ დღეებს კი აუზს, ველოსიპედით სეირნობას და პარკში სირბილს ვუთმობ. ფორმაში ყოფნისთვის აუცილებელია სისტემატურობა - შეეცადეთ, რეჟიმი არ დაარღვიოთ.
- ჩემი სილამაზის საიდუმლო კარგი განწყობა და ჩემ გვერდით საყვარელი მამაკაცის არსებობაა! ამიტომ, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის გარდა, მოუსმინეთ საკუთარ თავს და დაფიქრდით, რა განიჭებთ სიამოვნებას და რას გრძნობთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა