ბლოგი:
მარტი 26, 2013
ავტორი Anika
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის თვალების “სწორად შეღებვა” დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება. ასე თუ ისე დავეუფლე წამწამებზე ტუშის წასმის ტექნიკას და მეტნაკლებად თვალის უპეების სიშავეების გაქრობაც ვისწავლე - თუმცა, ჩემი უნარების ამ მიმართულებით ამაზე შორს ვერ წავიდა. ამიტომაც, მუდმივად ვეძებ ხოლმე გამოცდილი ვიზაჟისტების რჩევებს, როგორ მოვიქცეთ საიმისოდ, რომ ჩვენს კოსმეტიკურ ჩანთაში არსებული თვალის მაკიაჟის საშუალებები მაქსიმალურად ეფექტურად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ.
ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ვიზაჟისტების საუკეთესო რეკომენდაციები მინდა გაგიზიაროთ, რომელიც, იმედი მაქვს, ჩემს გარდა, ანიკას ბლოგის სხვა მკითხველებისთვისაც იქნება სასარგებლო.
თუ თქვენ გრძელი, მაგრამ არახშირი წამწამები გაქვთ, არ ღირს დამაგრძელებელი ეფექტის მქონე ტუშის შეძენა - ასე წამწამების ვიზუალურად კიდევ უფრო ნაკლებად ხშირი და თხელი გამოჩნდება. შეიძინეთ ისეთი ტუში, რომელიც კონკრეტულად წამწამებს სისქეს ანიჭებს.
გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, მზიან ამინდებში, შავი და ყავისფერის გარდა, ძალიან სახალისოა ფერადი ტუშების გამოყენებაც. თუმცა, 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ვიზაჟისტები კლასიკური ფერებით შემოსაზღვრას ურჩევენ - ფერადი ტუშები ასეთ დროს ასაკს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს და შეიძლება ეს ძალისხმევა ვულგარულობაშიც კი ჩამოგართვან.
იმ იმედით, რომ გამოხედვას უფრო გამოხატულს გახდით, არასდროს გადაისვათ ტუში, უკვე ტუშწასმულ წამწამებზე - ასე ადვილად შესაძლოა, რომ წამწამებზე პატარა, მრგვალი ბურთულები წარმოიშვას, რაც არც ისე სასიამოვნო შესახედია.
თვალის ფანქარის მოხმარების კლასიკური ფორმულა - “თვალის შიდა ნაწილიდან ბოლომდე თანაბრად გასმული შავი ფანქარი” - საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის. ვიზაჟისტების თქმით, ეს ვარიანტი ასაკსაც გვმატებს და თვალსაც ვიზუალურად აპატარავებს. შშავი ფანქრით თუ ლაინერით გაკეთებული შტრიხი “ცოცხალი” უნდა იყოს, გაყოლებაზე განსხვავებული სისქის. მაგალითად, თუ თვალის შიდა ნაწილში უფრო სქელ ხაზს გაიკეთებთ, ამით შორი-შორს განლაგებული თვალების კორექტირებას შეძლებთ. პირიქით, თუ ხაზს თვალის გარეთა ბოლოსკენ გაასქელებთ, ასე კლასიკური მომხიბვლელი გამოხედვის მიღწევასაც შეძლებთ და ახლოს განლაგებულ თვალებსაც დააკორექტირებთ.
ვისაც პატარა თვალები გაქვთ, ვიზაჟისტები თვალის ქვედა ქუთუთოს შიდა ნაწილზე თეთრი ფერის ფანქრის გადასმას გირჩევენ. ამის შემდეგ ნათელი ფერის თვალის ჩრდილები წაისვით თვალის გარეთა კუთხეზე და ზედა ქუთუთუს მოძრავ ნაწილზე.
35 წელს გადაცილებულ ქალებს ვიზაჟისტები კრემისებური კონსისტენციის თვალის ჩრდილების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ: ასეთი ჩრდილები, როგორც წესი, ნაოჭებს უსვამენ ხაზს.
ზამთრის თვეებში დაასვენეთ თვალები და ნუ გამოიყენებთ წყალგამძლე ტუშს. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ძილის წინ წამწამებში აბუსალათინის ზეთს ან ბუნებრივი, მცენარეული ინგრედიენტებით მდიდარ გელს შეიზელთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა