ბლოგი:
მაისი 25, 2016
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში თვალის რამდენიმე ისეთი საცხი მინდა შემოგთავაზოთ, რომელთაც ინტერნეტ-გამოკითხვების შედეგად, მკაფიოდ გამოკვეთილი მომენტალური და ძლიერი ეფექტი აქვთ.
Serum Grands Yeux, Clarins - იდეალურია უძილო ღამის შემდეგ მომენტალური ეფექტის მისაღებად. საკმაოდ სქელი კონსისტენციის შრატია, რომელიც არანაირი კონკრეტული სურნელით ან არომატით არ გამოირჩევა, კანზე მომენტალურად იწოვება და არ ტოვებს უსიამოვნო შერძნებას. წასმიდან დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ეფექტის დანახვაც შეგიძლიათ: კანი შედარებით მკვრივი, უპეების სიშავეები კი გაცილებით ნაკლებ შესამჩნევი ხდება.
Pep-Start, Clinique - თვალის დამატენიანებელი კრემ-გელი ზაფხულის სეზონისთვის იდეალურია: ფორთოხლისფერ შეფუთვაში მოთავსებული გელი საოცრად აგრილებს კანს. გელის სახელწოდებამ არ დაგაბნიოთ და თხელი სითხე არ გეგონოთ, კრემ-გელი სქელი ტექსტურისაა, მალევე იწოვება და კანს დატენიანებულსა და გასწორებულს ტოვებს. გელი კარგად უმკლავდება თვალის ქვეშ არსებულ მოლურჯო ფერს.
Aquasource Total Eye Revitalizer, Biotherm - როგორც ინტერნეტ-მიმოხილვებში წერენ, ამ მინიატურულ ფლაკონში მოთავსებულ საცხს ზაფხულის ცხელ დღეებში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია: ბევრი მას თვალის ნიღაბის ე.წ. patches ნაცვლად იყენებს: რამდენიმე წუთში ის თვალის ირგვლივ კანს აღადგენს და მას საჭირო ტენიანობით უზრუნველყოფს.
Exquisage Beauty Revealing Eye and Lip Cream - სქელი კრემი სალათისფერ ცუცქნა ფლაკონშია მოთავსებული, რომელსაც მეტი მოხერხებულობისთვის დოზატორიც აქვს. საცხი ალერგიული ადამიანებისთვისაც უსაფრთხო გამოსაყენებელი ყოფილა: არ იწვევს გაღიზიანებას და არავითარი სპეციფიური სურნელი არ გააჩნია. უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ კრემის გასანაწილებლად საჭიროა თითებით კარგად შეზელა. დაახლოებით 3 წუთში, საცხი ბოლომდე ათვისებულია, კანი კი მკვრივი და ხავერდოვანია.
Toleriane Ultra Eye Contour, La Roche-Posay - თვალის კრემ-გელი იდეალური გამოსაყენებელია მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის შემთხვევაშიც. ბევრი მას ყოველდღიური საცხის ნაცვლად ექსტრემალურ დამხმარე საშუალებად იყენებს. არაცხიმოვანი, თხევადი ტექსტურის საცხი ძალიან სწრაფად იწოვება კანზე და მას მთელი დღის განმავლობაში დატენიანებულს და დამშვიდებულს ტოვებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა