We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

“სწრაფი” სამზადისი

_from blog_:
_November_ 27, 2012
_by_ Anika
ძირფესვიანად გალამაზების პროცესს რომ დრო და მოთმინება სჭირდება, კარგად მოგესხენებათ. ასეთი ტიპის სამზადისს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი მოვლენების წინ ვიწყებთ ხოლმე: ქორწილის, დაბადების დღის ან რამე განსაკუთრებული წვეულების წინ. თუმცა ინტენსივობის პიკს ეს სამზადისი მაინც წინასაახალწლო პერიოდში აღწევს - დეკემბრის თვეში.


ამ პოსტში მინდა გირჩიოთ, რთული და კომპლექსური რიტუალები მომდევნო წლისთვის გადადოთ, ამ ეტაპზე კი გადამწყვეტ ზომებს მიმართოთ და რამდენიმე მარტივი, რუტინული რეკომენდაცია გაიღვალისწინოთ. კოსმეტოლოგები 3 სასარგებლო რჩევას გვაძლევენ:

  1. სახე სულ მცირე ორი საშუალებით გაიწმინდეთ: დემაკიაჟის რძით და ლოსიონით.

  2. აუცილებლად გამოიყენეთ ამინო-მჟავების და პეპტიდების შემცველი შრატები;

  3. გაიკეთეს სახლის პირობებში ნიღბები შეძლებისდაგვარად ხშირად, მაგალითად, ყოველ მეორე დღეს.



Biologique Recherche-ს სპეციალისტი ფილიპ ალუში გვირჩევს, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, თავი შევიკავოთ მომენტალური ეფექტის მქონე პროცედურებისგან, როგორებიც ცხელი ორთქლის გამოყენებით კეთდება. ასეთი პროცედურების შედეგად, ალუშის მტკიცებით, კანის დამცავი ბარიერი სუსტდება და კანიც შედეგად გაცილებით უფრო მგრძნობიარე ხდება გარეშე გამაღეზიანებელი ფაქტორების მიმართ.


Helena Rubinstein-ის კოსმეტიკის სახლის ექიმ-დერმატოლოგი დღის განმავლობაში კანის მოვლისთვის მოუცლელებს იმით გვანუგეშებს, რომ თუ დილაობით ვერ ვახერხებთ საჭირო დღის საცხების და შრატების გამოყენებას, სახის მოსავლელად ყოველთვის არსებობს ღამე. სწორედ დღის მეორე ნახევარში, უფრო სწორად ღამის საათებში ხდება კანის ყველაზე ინტენსიურად აღდგენა. აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ ღამის საცხი და დასაძინებლად ღამის 12.00 საათამდე დავწვეთ, ვინაიდან ამ დროს იწყებს კანი ტოქსინებისგან გამოთავისუფლებას, დღის 2.00 საათისთვის კი კანის რეგენერაციის პროცესი პიკს აღწევს.

მოკლედ, თუ შეეცდებით ზემოთმოყვანილი ეს რამდენიმე მარტივი ჩვევა გამოიმუშავოთ, დარწმუნებული ვარ, ახალი წლისთვის კანის სახის კანის მაქსიმალურად გალამაზების და გაახალგაზრდავების მიღწევას შეძლებთ.



მომდენო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_