We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

სხეულის მოდელირება და ცელულიტთან ბრძოლა ახალი პროდუქტებით

_from blog_:
_March_ 19, 2016
_by_ Anika
მზის სხივების ინტენსივობა ნელ-ნელა იმატებს, მარტი მისთვის ჩვეული გიჟური ქარიან-წვიმიანი ამინდებით ფინიშის ხაზს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გარდერობიც შესაბამისად თხელდება, სქელი და თბილი ტანსაცმელი ადგილს თხელ, ფრიალა, გამჭვირვალე სამოსს უთმობს. ფორმაში ყოფნას და ვარჯიშს სეზონი არ აქვს, დამეთანხმებით, თუმცა, დამატებით წაშველება და ეფექტიანი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით სხეულის გამკვრივება თუ ცელულიტის შემცირება არასდროს არის ზედმეტი. დღევანდელ პოსტში ამ სეზონის ის ახალი პროდუქტები მინდა გაგაცნოთ, რომლებიც სწორედ ამ საქმისთვის გვესაჭიროება.

05cad5fef158aa4444e40a5f2c8c713e

Biotherm-ის ახალი ანტიცელულიტური სხეულის ზეთი Body Refirm, რომელიც მიკროწყალმცენარეებზე არის დამზადებული, წყალმცენარეები კი ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ეფექტიანი ანტიოქსიდანტია. ზეთი ძალიან ადვილად შეიწოვება კანზე და აქრობს ცელულიტის გარეგან გამოხატულებას (ე.წ. ფორთოხლის კანი) და იმავდროულად ატენიანებს და კვებავს კანს. ვისაც ციტრუსის არომატი გიყვართ, მაშინ ეს ზეთი ნამდვილად მოგეწონებათ - ზეთში ციტრუსის წამყვან არომატს ჩაის და ლავანდას ნოტებიც ემატება.

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, რეკომენდებულია ზეთის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით წასმა - მასაჟის ზუსტი მითითებები ზეთის შეფუთვაშია მოცემული. ასეთი მასაჟით ზეთის წასმის რიტუალი დილით და საღამოს უნდა შესრულდეს - ასეთია რეკომენდაცია.

Screen shot 2016-03-23 at 11.52.43 AM

ბიოთერმთან ერთად, სხეულის მოდელირებისთვის 2 ახალი პროდუქტი Decleor-ის ფრანგულმა ბრენდმაც წარმოადგინა: მოდელირების ფუნქციის მქონე შრატი და სხეულის გამამკვრივებელი კრემი Aroma Svelt. შრატის მიზანი სხეულის მოდელირებაა, რაც ბუნებრივი ეთერზეთების და მცენარეული ზეთების ხარჯზე მიიღწევა. შრატის ფორმულა გრეიფრუტის და მაიორანის ზეთებისგან შედგება, რომელთაც დრენაჟის ეფექტი აქვთ და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნიან, პაჩულის ზეთი კი შეშუპების რევენციას ახდენს. კრემი, თავის მხრივ, სხეულს ამკვრივებს, კანის ტექსტურას აუმჯობესებს და მას გლუვს ხდის. სხეულის კანის ტონიზირება და გამკვრივება ჟოჟობას, პაჩულის, გრეიფრუტის და მაკადემიის ზეთების ხარჯზე ხდება. ამ პროდუქტების უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი 100%-ით ნატურალურია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_