წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თანამედროვე გაჯეტები სახლის პირობებში სახის გასაწმენდად

ბლოგი:
მარტი 30, 2016
ავტორი Anika
რამდენიმე წლის წინ ამაზონის ონლაინ მაღაზიიდან Olay Professional-ის სახის საწმენდი/დასაბანი ელექტროჯაგრისი გამოვიწერე, ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ვარიანტი ($20 ღირებულების). თან საწმენდი პილინგის სქრაბი და 2 სარეზერვო თავი მოყვებდა: ელექტროპილინგის ჯაგრისმა მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. მონაცემების მიხედვით, ასეთი ჯაგრისით სახის  6-ჯერ უფრო ეფექტურად გაწმენდა არის შესაძლებელი - საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელით დაბანასთან შედარებით ნამდვილად გაცილებით ეფექტიანად ასუფთავებს კანს. დღეს ასეთი პილინგისთვის განკუთვნილი ჯაგრისები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბაზარზე არაერთმა ბრენდმა წარმოადგინა ასეთი პროდუქტის განსხვავებული ალტერნატივა.  დღევანდელ პოსტში ასეთი ელექტრო ჯაგრისების შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციას გაგიზიარებთ, რომელიც თქვენთვის იდეალურად გამოსადეგი გაჯეტის შეძენაში დაგეხმარებათ.

- ასეთი მოწყობილობის შეძენამდე, რეკომენდებულია კონსულტაცია გავიაროთ ჩვენს კოსმეტოლოგთან, ვინაიდან ამ გაჯეტის გამოყენება ყველა ტიპის კანისთვის არ არის სასურველი. თუ თქვენ გამონაყარი/აკნე გაქვთ სახეზე, ასეთ შემთხვევაში, დერმატოლოგები გვირჩევენ თავი შევიკავოთ ამგვარი გაჯეტის გამოყენებისგან, ვინაიდან ის მხოლოდ დაამძიმებს კანის პრობლემას.

- ჯაგრისის სიმკვრივე და სახის წმენდის სიხშირე ასევე ინდივიდუალურადაა განსასაზღვრი, კანის გაღიზიანება და დაზიანება რომ ავიცილოთ თავიდან.

450x600_1_e838f1ce4cf148ab5defd11b0a602370@450x600_0xc0a839a2_17813105651459341509

- მშრალი კანის შემთხვევაში, ჯაგრისი სქრაბის ფუნქციით გამოიყენება, საშუალოდ კვირაში ერთხელ, ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი -10-14 დღეში ერთხელ.

- ელექტროჯაგრისი ყოველი გამოყენების შემდეგ სათანადოდ უნდა გავწმინდოთ, თუნდაც ამ ჯაგრისით მხოლოდ ერთი ადამიანი სარგებლობდეს. რამდენიმე საათში ჯაგრისის თავი ბაქტერიებით იფარება, რომლებიც შემდეგომ უკვე კანს ავნებენ და ანთებით პროცესებს გამოიწვევენ.

- რაც არ უნდა ძვირადღირებული და სუპერთანამედროვე ჯაგრისი გვქონდეს, ის მაინც ვერ ჩაანაცვლებს პროფესიონალ კოსმეტოლოგთან სალონში ჩატარებულ პილინგს. თუმცა, იდეალურია საიმისოდ, რომ სახლის პირობებში კანი მაქსიმალურად მოვლილი, გასუფთავებული იყოს და პროფესიონალური პილინგებიც ისე ხშირად აღარ დაგვჭირდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები