ბლოგი:
თებერვალი 18, 2015
ავტორი Anika
გაღვიძებიდან დაძინებამდე, დღის განმავლობაში რამდენ კოსმეტიკურ პროდუქტს იყენებთ თუ დაგითვლიათ? მხოლოდ კანის მოვლის საშუალებებს თუ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 3-4 პროდუქტს უნდა იყენებდეთ, არა?! მოკლედ, რაოდენობას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შემადგენლობა როგორი აქვს თქვენს კოსმეტიკას, რამდენად გაჯერებულია ის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური ინგრედიენტებით. დღევანდელ პოსტში ერთ-ერთ ასეთ "სასწაულმოქმედ" კომპონენტებზე მოგიყვებით, რომელიც დღეისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელ ინგრედიენტად მოიაზრება ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და დაბერების მაქსიმალურად გადასავადებლად.
ჰიალურონის მჟავის ერთი მოლეკულა წყლის დაახლოებით 1000 მოლეკულას აკავებს, ღრუბელის მსგავსად. 25 წლის ასაკიდან ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის რაოდენობა კლებას იწყებს, რაც სტრესით, ეკოლოგიური გარემოს ცვლილებებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების მიღებით არის განპირობებული. Clarins-ის კვლევითმა ცენტრმა კანის სხვადასხვა შრეებში ტენიანობის შემდეგი პროცენტული მაჩვენებლები დაადგინა: 80% - დერმაში, 65-70% - ეპიდერმისში და 13% - რქოვან გარსში. დროთა განმავლობაში, ეს პროპორციები ირღვევა, ამიტომაც საჭიროა მათი დაბალანსება. ადრე არსებული ჰიალურონის მჟავის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები კანზე ერთგვარ ფენას ქმნიდნენ, რომელიც ჰაერის და ოფლის ხარჯზე აკავებდა ტენიანობას. დღეისთვის უკვე არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც დატენიანებას რამდენიმე დონეზე უზრუნველყოფენ. მაგალითად, Clarins Soins Super Hydratants Multi-Climats თავის მოვლის ხაზი, სადაც ჰიალურონის მჟავის ორი განსხვავებული ფორმაა კომბინირებული: მაღალმოლეკულური და ახალი, დაბამოლეკულური. მინიმალური წონის ხარჯზე ისინი კანის ღრმა ფენებში აღწევენ და არამხოლოდ ბუნებრივი ჰიალურონის მჟავის სინთეზს ააქტიურებენ, არამედ კანის დამცავ ფუნქციებსაც აძლიერებენ.
Estee Lauder Time Zone-ის სახის საცხი სამმაგ ჰიალურონის კომპლექსს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა კანის ზედაპირზე მაგნიტის როლს ასრულებს. მეორეც, ჰიალურონის მჟავის შედარებით მსუბუქი ფრაგმენტები "ცრუ განგაშის" ეფექტს ახდენენ, რის გამოც უჯრედები საკუთარი მჟავის სინთეზს აძლიერებენ. მესამეც, აქტიურდება ორგანიზმში არსებული ჰიალურონის მჟავის დამთრგუნველი ფერმენტის საწინააღმდეგო მოქმედება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა