წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ტანის მოვლის შესახებ

ბლოგი:
მაისი 22, 2012
ავტორი Anika
დამეთანხმებით, ალბათ, რომ როცა კანის მოვლაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, თავში სახის კანი ამოტივტივდება ხოლმე. არადა სხეულის კანსაც რომ არანაკლები მოვლა სჭირდება ახალგაზრდული იერის და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, წესით უნდა ვიცოდეთ: ამაზე გამუდმებით გვაფრთხილებენ სილამაზის ექსპერტები. სხეულის სრულყოფილების მიღწევას ცელულიტთან ბრძოლით და ზედმეტი კალორიების დაწვით ვცდილობთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ სხეულის ლამაზ სილუეტს ყოველგვარი ეფექტი დაეკარგება კარგად მოვლილი კანის გარეშე.

ტანზე აბრეშუმის კანის შესანარჩუნებლად საუკუნეების განმავლობაში პილინგის პროცედურა გამოიყენებოდა. პილინგი დღესაც ძალიან პოპულარულია. ყველაზე მარტივი იქნებოდა სახლის პირობებში ტანის სკრაბების გამოყენება, თუმცა, ამ შემთხვევაში, “გასაოცარ” შედეგებს არ უნდა ველოდეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის საუკეთესოა სალონის პირობებში ჩატარებული სპეციალური ტანის მოვლის პროცედურები, რომლის დროსაც საჭირო ფერმენტები და მჟავები გამოიყენება - ისინი კანის დარბილებასთან ერთად, ნივთიერებათა ცვლას და კანის სიმკვრივესაც აუმჯობესებენ.



არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური ვარჯიშის როლიც: რეგულარული ვარჯიში არამარტო ლამაზი ფორმის, არამედ ტანის კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება. ვარჯიშის დროს კანქვეშ სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება და უჯრედებსაც მეტი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება. ამის შედეგად, კანი მუდმივ განახლებას განიცდის და ტონუსში იმყოფება.

როგორც ამ სფეროს სპეციალისტები გვარწმუნებენ, სქელი ტექსტურის მქონე ტანის საცხები გაცილებით ეფექტურია ტანის კანისთვის თხელ, მსუბუქ, გელებთან შედარებით. სქელ კრემებში შემავალი დიდი რაოდენობით ზეთები, კერამიდები და სხვა მკვებავი კომპონენტები მომენტალურად ხსნიან კანის სიმშრალეს და კანს ერთგვარ დამცავ საფარს უქმნიან.

ამიტომაც, გთავაზობთ ტანის მოვლისთვის ოპტიმალურ პროდუქტთა ჩამონათვალს ამ სეზონზე:



Clarins Lift-Fermete, გამამკვრივებელი კრემი



Advanced Essential Energy, Shiseido, გამამკვრივებელი კრემი



Spa Wisdom Africa, The Body Shop, ზეთი ხელებისა და ფეხებისთვის



Body Saver, Methode Jeanne Piaubert, დაბერების საწინააღმდეგო კრემი



No Complex, Givenchy, კრემი თეძოების და დუნდულების მოდელირებისთვის



Fresh Frosty Bamboo, KenzoKi, დამატენიანებელი მუსი.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ზაფხულის ცხელ დღეებში, კანის სიჯანსაღისა და სიმკვრივისათვის ყველაზე არსებითი რამ: დღე-ღამეში საშუალოდ 2 ლიტრი (8 ჭიქა) წყაროს წყლის მიღება!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა









მსგავსი ბლოგები