ბლოგი:
ოქტომბერი 10, 2013
ავტორი Anika
ბერძნულ ენაზე “თალასო” ზღვას ნიშნავს, ამიტომაც, გასაგებია, საიდან წარმოიშვა ტერმინი “თალასოთერაპია”, რაც კანის მოვლის ისეთ პროცედურებს გულისხმობს, რომლებშიც ზღვის ბუნებრივი “სიმდიდრეები” გამოიყენება. დღეისთვის თანამედროვე კოსმეტიკური ბრენდები და სპა-სალონები თალასოთერაპიის საკმაოდ ფართო არჩევანს გვთავაზობენ, ასეთ პროცედურებზე კი მოთხოვნა წლებთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება. ამ ზრდის მიზეზი გასაგებიცაა: ზღვის წყალი ხომ კანის რელიეფს ასწორებს და მასზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს. წყალმცენარეებს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოყავთ და გაწმენდაში გვეხმარებიან, ამიტომაცა ვხვდებით წყალმცენარეებზე დამზადებულ პროდუქციას ასე ხშირად ანთებების და ცელულიტის პრობლემების დროს. ტალახი კი დაბალანსებული ფორმით შეიცავს ყველა იმ მიკროელემენტს და ნივთიერებას, რომელიც კანის ახალგაზრდობის და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
ზღვის მარილი - გარდა იმისა, რომ ზღვის მარილის აბაზანა ფეხების სიმძიმის შეგრძნებას ხსნის, მანიკურის სპეციალისტები მას ფრჩხილების ჯანმრთელობის და სიმაგრის შესანარჩუნებლად იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ. დამტკიცებულია, რომ თუ სახლის პირობებში ერთი თვის განმავლობაში, რეგულარულად მივიღებთ ზღვის მარილის აბაზანებს, ეფექტი სპა-კურორტზე ჩატარებული ერთკვირიანი დეტოქსის ტოლფასი იქნება. ზღვის მარილი გაყიდვაში სუფთა სახითაც არის, ეთერზეთების დამატებით და ასევე, მატონიზირებელი და ანთებისსაწინააღმდეგო კომპონენტების დამატებით.
ზღვის ტალახი - კლეპატრას დროიდან მოყოლებული, ზღვის ტალახის ნიღბებს დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს. “ზღვის ტალახის მოქმედება გაცვლის პრინციპზეა აგებული: მარილსა და ტალახში შემავალი სასარგებლო მინერალური ნივთიერებები კანის ყველაზე ღრმა ფენებში აღწევენ, ხოლო კანში არსებული ტოქსინები კი საპირისპირო მიმართულებით, მარილისა და ტალახის ნიღბის მეშვეობით გარეთ გამოდიან”, ამბობს ცნობილი ბრენდის Christina-ს დამფუძნებელი კრისტინა ზეჰავი.
ზღვის წყალმცენარეები - მათში შემავალი სასარგებლო ელემენტების ხარჯზე, ზღვის წყალმცენარეები ხმელეთზე არსებულ ნებისმიერ მცენარეს დაჯაბნიან. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, წყალმცენარეების უჯრედის სტრუქტურა ძალიან გავს ადამიანისას. სწორედ ამ თვისებების გამო, ზღვის წყალმცენარეებს დღეისთვის მყარი ადგილი უჭირავთ კოსმეტიკურ ბაზარზე.
ყველაზე ხშირად თავის მოვლის საშუალებებში ზღვის წყალმცენარეებს შორის ლამინარიას, ფუკუსს და სპირულინას შეხვდებით, რომლებიც კვებით დანამატებშიც აქტიურად გამოიყენება.
ზღვის წყალმცენარეების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, კანში ტენიანობის დაცვა და შენარჩუნებაა. გარდა ამისა, ისინი ბუნებრივ ანტისეპტიკსაც წარმოადგენენ, რაც კოსმეტიკის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვან დამატებით ქიმიური კონსერვანტების გამოყენებაზე. და ბოლოს, წყალმცენარეების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება - ლიმფოდრენაჟის ეფექტი. მისი წყალობით ორგანიზმიდან ჭარბი სითხის და ტოქსინების გამოდევნა ხდება და ამიტომაცაა ის ნებისმიერი პრესტიჟული სპა-სალონის პროცედურების განუყოფელი ნაწილი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა