We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც ზომიერად უნდა გამოვიყენოთ

_from blog_:
_September_ 15, 2017
_by_ Anika
ის რაც სასარგებლოა, ზედმეტი ვერასდროს იქნებაო, მსგავსი გამონათქვამი ალბათ ყველას გსმენიათ. თუმცა, ესეც პირობითია და რეალურად, როცა საქმე გარკვეული ტიპის პროდუქციას ეხება, სასარგებლო თუ სასიამოვნო შესაძლოა ზედმეტი და რიგ შემთხვევებში, მაცნებელიც კი აღმოჩნდეს. დღევანდელ პოსტში იმ თავის მოვლის საშუალებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ერთი შეხედვით არანაირ საფრთხეს არ უნდა შეიცავდეს, სინამდვილეში კი ისინი ძალიან ზომიერად უნდა მოვიხმაროთ.

1. ავტობრონზერი - ის ავტობრონზერები (ხელოვნურად გასარუჯი კრემები და ლოსიონები), რომლებიც ნელ-ნელა, ეტაპობრივად გარუჯვას გვპირდებიან, საკმაოდ ფრთხილი მოსახმარია, ვინაიდან სასურველი ფერი ბრონზერის შემადგენლობაში არსებული სპეციალური ნივთიერების ჟანგბადის მიმართ რეაქციის შედეგად ვლინდება. ამიტომაც, დერმატოლოგები გვირჩევენ, სულ მცირე ერთი დღე მაინც ავიღოთ შუალედი ასეთი ავტობრონზერის ყოველ გამოყენებას შორის.

2. რეტონილი - რეტინოლი (იგივე A ვიტამინი) ბაზარზე ათასგვარი ფორმით იყიდება და მარტივია, დაიბნე ვიდრე სასურველ პროდუქტს შეარჩგარკვეული ტიპის რეტინოლი ძალიან ძლიერია და კანისთვის შესაძლოა ზედმეტი სტრესი გამოიწვიოს გაღიზიანების, წვის შეგრძნების ან კანის აქერცვლის სახით. ამიტომაც, აუცილებლად გაიარეთ რეკომენდაცია თქვენს კოსმეტოლოგთან ან დერმატოლოგთან, სანამ იდეალურ ვარიანტს მიაგნებთ.

Cleansing-Brushes

3. სახის გასაწმენდი ელექტოჯაგრისები - მართალია, ასეთ ელექტროჯაგრისებს ინტენსიურ რეკლამას უწევენ და მათი მოხმარების რეკომენდაციას ბევრგან შეიძლება წააწყდეთ, მაგრამ დერმატოლოგები გვირჩევენ, ასეთი ჯაგრისით სახის გასუფთავსებას კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე - მაქსიმუმ 3-ჯერ მივმართოთ. მათი ახსნით, ჯაგრისი გარკვეული ტიპის კანისთვის შესაძლოა ზედმეტად ხისტი აღმოჩნდეს და მთელი რიგი კანის პრობლემების და დაავადებების მაპროვოცირებელი გახდეს.

4. თმის აღმდგენი ნიღაბი - იდეალურია დაღლილი, გამომშრალი და დაზიანებული თმის აღსადგენად. თუმცა, საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ მათი მოხმარება კვირაში ერთზე მეტად ნამდვილად არ არის სასურველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად დარბილებულ, დავარდნილ და დასავარცხნად მოურჯულებელ თმას მიიღებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_