ბლოგი:
დეკემბერი 15, 2014
ავტორი Anika
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ძველი, აწ უკვე გაცვეთილი და ბანალური ფრაზაა, თუმცა ის სინამდვილეს კი ასახავს. აბა, დაფიქრდით, საკუთარი სილამაზისთვის, ოდესმე თუ დაგეზარებათ და დაგენანებათ ძალისხმევა ან თანხის გადახდა? ძალისხმევა, დროის გამონახვა და არდაზარება ცალკე თემაა და მას შედარებით მარტივად გავუმკლავდებით, მაგრამ აი, როცა საქმე თანხას ეხება, აქ უკვე არც ისე ადვილადაა საქმე. კოსმეტიკის გლობალურ ბაზარზე დღეისთვის არსებული კონკურენციის და მისი ადექვატური მარკეტინგული ხრიკების გათვალისწინებით, სულ უფრო რთული ხდება "მახეში არ გაება" და რომელიმე ულტრაძვირადღირებული პროდუქტის შესაძენად 2 თვის ხელფასი არ გაიმეტო, ნებაყოფლობით და ძალადაუტანებლად.
რამდენად ეფექტურია წამყვანი კოსმეტიკური ბრენდების პრემიალურ სეგმენტზე გათვლილი, ძვირადღირებული პროდუქცია? რამდენად ღირს ეს პროდუქტები იმ თანხად, რასაც მათში ვიხდით და რამდენად ვიღებთ შესაბამის "მოვლას" თუ "შველას" ამ პროდუქტებიდან?
ცნობილმა ჟურნალმა "Elle" ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების სია გამოაქვეყნა, რომელიც დღევანდელ პოსტში მინდა გაგიზიაროთ.
La Mer - ეს რომ პრემიალური, ძვირფასი და ერთობ ძვირადღირებული ბრენდია, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვიცით. მაგრამ წარმოიდგინეთ სახის სპეციალური შრატი, რომელიც 21 დღიან კურსზეა გათვლილი და რომლის ღირებულებაც დაახლოებით 4500 ლარია (ამ შრატის ერთი წვეთის ღირებულება საშუალოდ 300 ლარი გამოდის!). ლეგენდის თანახმად, 21 დღიანი კურსის შემდეგ ზღვის წყალმცენარეებზე დამზადებული შრატი სრულად გარდაქმნის და გაახალგაზრდავებს თქვენს სახის კანს.
La Prairie - კიდევ ერთი პრემიალური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც შავ ხიზილალაზე თუ სხვა უძვირფასეს ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქციით რა ხანის გვაწონებს თავს. ამჯერად საუბარი Cellular Cream Platinum Rare საცხის 50 გრამიან შეფუთვაზეა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 1 080 აშშ დოლარი ღირს. სოლიდურ თანხას შემძენი რეალურად ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მეტალ პლატინაში იხდის, რომელიც არამხოლოდ კანის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება, არამედ მას ჯანსაღ მბზინვარებასაც მატებს. საცხში შემავალი მინერალები ორგანიზმში მოხვედრისთანავე წყალს უერთდებიან და მათი თანმდევი ელექტრომუხტის მეშვეობით მკვებავი ნივთიერებების შემცველ სითხეს იზიდავენ - პროდუქტის მაგიურობა, სავარაუდოდ, სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს!
Sisley - ღამის საცხი-შრატი Sisley Supremya-ს შექმნაზე თავს გენეტიკოსები იმტვრევდნენ და შედეგად ისეთი თავის მოვლის საშუალება შექმნეს, რომელიც ძილის დროს კანის უჯრედების ოპტიმალურ რეგენერაციას უზრუნველყოფს. საცხი-შრატი ისეთ მცენარეულ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც 2 თვის შემდეგ გარანტირებულად უბრუნებენ კანს ახალგაზრდულ იერს (ხმამაღალი განაცხადია, არა?!). 50 გრამიანი პროდუქტის ღირებულება 750 აშშ დოლარს შეადგენს.
Chanel - ცნობილი ფრანგული სახლის ყველაზე ძვირადღირებული საცხი, "ახალგაზრდობის გენერატორის" სახელითაა ცნობილი. ეს საცხი მადაგასკარის ვანილის ორქიდეის ნაყოფის და ყვავილების ექსტრაქტებზეა დამზადებული და ადვილად უმკლავდება კანის განახლების და მისთვის ახალგაზრდული მბზინვარების დაბრუნების მისიას. 30 გრამიანი საცხის ღირებულება 450 აშშ დოლარია.
აბა რას ფიქრობთ, არ დაგენანებოდათ და გამოცდიდით რომელიმე მათგანს?!
ანიკა