We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თებერვლის თვის კოსმეტიკური და პარფიუმერული სიახლეები

_from blog_:
_February_ 14, 2014
_by_ Anika
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე განსაკუთრებული გაფაციცებით ვადევნებ ხოლმე თვალყურს ნიშური პარფიუმერიის სიახლეებს: არომატები, რომლებიც მასიურად არ იწარმოება და რომელიც განსაკუთრებულ, გამორჩეულ გამოცდილებას გპირდებათ. ამიტომაც, სწორედ ასეთი სიახლეებით დავიწყებ და რამდენიმე ახალ, ექსკლუზიურ სურნელზე მოგიყვებით. არომატში Anyway by Juliette Has a Gun 15 ინგრედიენტს შორის ნეროლის და ლიამის ხალისიანი ნოტები ჭარბობს; Au Pays de la Fleur d’Oranger-ის სუნამო Jasmin Rêvé ჟასმინის და ვარდის არომატის მოყვარულებისთვისაა; Ann Gerard-ის Perle de Mousse ზომიერად მსუბუქი არომატია მწვანე მცენარეების და მანდარინის ხარჯზე; ხოლო Chabaud-ის Chic et Bohême ქლიავის, ფორთოხლის ყვავილების და ილანგ-ილანგის დახვეწილი კომბინაციაა.

Outsource

ელისეის მინდვრების 68 ნომერში მდებარე Guerlain-ის პარფიუმერულ ბუტიკს 100 წელი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც ფრანგულმა სახლმა საგანგებოდ შექმნა  ახალი, ყვავილოვანი, მოტკბო სურნელის არომატი Le 68 - არომატი არ ვიცი და ფლაკონი ძალიან მომეწონა!

Outsource

ვისაც რეტრო გადაწყვეტები და ბუდუარული ესთეტიკა გხიბლავთ, გირჩევთ, Bottega Veneta-ს ახალი სააბაზანე ხაზი გამოსცადოთ. ამ კოლექციაში ტანის აბრეშუმისებრი ზეთი, მსუბუქი სკრაბი და მბზინავი ნაწილაკების შემცველი პუდრა არის შესული - აღწერილობა უკვე იმდენად მიმზიდველია, რომ წარმომიდგენია, პროდუქციის მოხმარება და მისი შედეგები რამდენად სასიამოვნო უნდა იყოს.

Outsource

Outsource

ზამთრის ცივი ამინდების თანმდევი პრობლემა - გამომშრალი ტუჩები - რომ ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად არ იქცეს, საამისოდ, ხარისხიანი და ეფექტური ტუჩის ბალზამით უნდა შეიარაღდეთ. ბაზარზე არსებულ ფართო არჩევანს კიდევ 2 კარგი ალტერნატივა შეემატა: Lancaster-ის Aquamilk, რომელიც თაფლის და ქოქოსის ზეთის საფუძველზეა დამზადებული და მეორე Kiehl’s -ის  Eucalyptus Lip Relief - გამაგრილებელი ეფექტის მქონე ტუჩის დამატენიანებელი, რომელსაც მბზინვარება არ გააჩნია და რომელიც განსაკუთრებით „nude“ ეფექტის ტუჩების მოყვარულებს მოეწონებათ.

Outsource

სახის მონაკვეთი რომ ყურადღების გარეშე არ დაგვრჩეს, ბოლოს Clinique-ის Repairwear Laser Focus წარმოგიდგენთ, რომელიც  სალბის ექსტრაქტით და ამინო-შაქრებით არის გამდიდრებული და ახლა, კიდევ უფრო ეფექტურად ასწორებს ნაოჭებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_