წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თებერვლის თვის სიახლეები

ბლოგი:
თებერვალი 04, 2013
ავტორი Anika
ვინც ანიკას ბლოგის სისტემატური მკითხველები ხართ, თქვენთვის უცხო არ იქნება პოსტი, რომელსაც ყოველი თვის დასაწყისში ვაქვეყნებ ხოლმე და რომელიც ამ თვის ყველაზე თვალშისაცემ და საინტერესო სიახლეებს შეეხება - კოსმეტიკის და პარფიუმერიის სფეროში, ბუნებრივია. დღეს, როგორც მიხვდით, თებერვლის თვის ახალ პროდუქტებზე მოგიყვებით და საუბარს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სიახლით დავიწყებ: Chanel­-მა Chance-ის სუნამოს თაყვანისმცემლებისთვის თმის სპრეი-პარფიუმი გამოუშვა. დარწმუნებული ჩემს მსგავსად, ბევრ თქვენგან უყვარს სუნამოს თმებში მიპკურება - ჰოდა, ახლა ეს არ დაგჭირდებათ, ვინაიდან სპეციალურად თმისთვის განკუთვნილი სუნამო გექნებათ, რომელსაც Chance-ისთვის დამახასიათებელი ჟასმინის და თეთრი მუსკუსის სურნელი აქვს.



სუნამოების ფრონტზე არამარო სურნელოვანი, არამედ ესთეტურად მომნუსხველი ახალი პროდუქტი შემოგვთავაზა Etro-ს სახლმა: ახალი სუნამო Rajasthan იტალიური მოდის სახლის საკულტო მანებით გაფორმებულ ბოთლშია მოთავსებული, რომელიც ინდურ სარის მოგაგონებთ. ახალი სუნამო თბილი და შედარებით მძიმე სურნელების მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი და ის წიწაკის, ვარდის და აკაციის ნოტებით არის გაჟღენთილი.



გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, განწყობაც თითქოს “თბება”, რის გამოც თავისდაუნებურად ლტოლვა გიჩნდება, განთავისუფლდე ზამთრის მუქი და მკაცრი ფერებისგან და ყოველდღიურობაში ნათელი სხივები შეიტანო. Dior-ის ახალი ლაქი Dior Vernis, Tutu, Dior სწორედ ასეთი “გამათბობელი” სიახლე მგონია, რომელსაც იმდენად ბავშვურად ნაზი ვარდისფერი შეფერილობა აქვს, რომ პატარა გოგონების სასურველ ობიეტადაც კი შეიძლება იქცეს.



Estee Lauder-ის კოსმეტიკური ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, ცნობილი ვიზაჟისტი ტომ პეშო გვირჩევს, ახალი “რუმიანა” Pure Color, 74, Estée Lauder საღამოს მაკიაჟის ხაზგასასმელად გამოვიყენოთ: მისი ყვრიმალებზე და სახის კონტურზე გადასმით მაკიაჟი გაცილებით გამოკვეთილი გახდება.



Lancaster-ის გამაახალგაზრდავებელი შრატის შესახებ გსმენიათ, ალბათ?! ამ კატეგორიაში, ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამჯერად, კი ბრენდმა ამ შრატის ფუნქციის მქონე სახის საცხი შექმნა Suractif Fill & Perfect, Lancaster, რომელიც ისეთივე ეფექტით ებრძვის ნაოჭებს და ასაკობრივ ცვლილებებს სახეზე.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები