We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თევზი და ქოლესტერინი

_from blog_:
_June_ 12, 2017
_by_ Anika
ანიკას ბლოგის მკთხველებმა კარგად იცით, ალბათ, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც სისტემატურად უნდა ვაკონტროლოთ მისი დონე, რომ მოულოდნელად უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ერთ-ერთი გზა ქოლესტერინის ლაბორატორიაში კვლევების გარეშე გასაკონტროლებლად ჩვენი კვების რაციონის გადახედვა და მისთვის თვალყურის მიდევნებაა. რიგი კვლევები ნაჯერი ცხიმებით მდიდარ საკვებ რაციონს "ცუდი" ქოლესტერინის მატებასთან აკავშირებენ, რაც თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების და მე-2 ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს ზრდის. ნაჯერი ცხიმების წყაროა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა წითელი ხორცი, ღორის და ქათმის გარკვეული პროდუქცია, რძის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კარაქი და ყველი.

რაც შეეხება უჯერ ცხიმებს, ისინი ნაჯერთან შედარებით ჯანმრთელი ცხიმებია და რეალურად, "ცუდი"ქოლესტერინის დონის დარეგულიება შეუძლიათ. ასეთი უჯერი ცხიმების შემცველი საკვები პროდუქტებია ავოკადო, ზეთისხილი, თხილი, თევზის გარკვეული სახეობა (მაგ, ორაგული).

ბევრგან შეხვედრიხართ ალბათ მითითებას იმის თაობაზე, რომ ორაგული ქოლესტერინის დონის დაბალანსებაში გვეხმარება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ექიმების მტკიცებით, თევზი უჯერი ცხიმებით მდიდარი წითელი ხორცის ჯანმრთელი ალტერნატივაა ცილების მისაღებად, ვინაიდან თევზი თავისი შემადგენლობით სასარგებლო ქოლესტერინის დონეს სწევს მაღლა. ამას გარდა, ის საკმაოდ გემრიელიცაა!

ერთი საშუალო ზომის 100 გრამიანი მოხარშული ორაგულის ნაჭერი 23 გრამ ცილას და 6 გრამ ცხიმს შეიცავს, საიდანაც უდიდესი ნაწილი უჯერი ცხიმია. ამას გარდა, თევზი მდიდარია D, B-12, B-6 ვიტამინებით, მაგნიუმით, ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით და სელენიუმით.

_OTHER BLOGPOSTS_