We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

თევზის რომელი სახეობებისგან სჯობს თავის შეკავება

_from blog_:
_January_ 31, 2017
_by_ Anika
ბევრ თქვეგანს შეიძლება გაუკვირდეს იმის გაგონება, რომ არსებობს თევზის ისეთი სახეობები, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის არათუ ნაკლებ სასარგებლო, არამედ საზიანოცაა. ზოგადად, თევზის გასტრონომიულ კონტექსტში ხსენება ყოველთვის ჯანსაღი კვების და დიეტის ასოციაციას იწვევს ხოლმე, მაგრამ როგორც ირკვევა, სჯობს ეს მიდგომა შევიცვალოთ და დავიმახსოვროთ ის სახეობები, რომელთა მირთმევასაც კვების ექიმები არ გვირჩევენ დღეისთვის ზღვების და ოკეანეების დაბინძურების მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით.

665@495@5434fbd973878dd1ae3026e42a01421b-MDM0ZTM1MmJmNg

1. ზღვის გარეული ქორჭილა (perch, Окунь) - ამ თევზის მირთმევას რეკომენდაციას მასში ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის გამო არ უწევენ - ზოგადი რეკომენდციით, ზრდასრულის მიერ მისი მიხმარება თვეში მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება მოხდეს.

665@495@d31c045c3df2633ccfbe916cb9e84721-OTU0OTMyZjM4ZA

2. ზვიგენი - თევზების და მოლუსკების უმეტესობა საკუთარ ქსოვილებში ვერცხლისწყლის შენაერთებს იგორვებს, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამ ნივთიერებების კოცენტრაცია განსხვავებულია სხვადასხვა სახეობის თევზში - ნარჩენებში არსებული ვერცხლისწყალი ბუნებრივ წყალსაცავებს აბინძურებს, სადაც მას წყალმცენარეები შთანთქავენ, შემდეგ მცირე ზომის თევზები და ასე ჯაჭვურად. ერთი თევზიდან მეორესთვის გადაცემის პროცესში ვერცხლისყალი გროვდება და მისი ყველაზე დიდი ოდენობით კონცენტრაცია სწორედ დიდი ზომის მტაცებელ თევზებში ხდება, როგორიცაა ზვიგენი.
665@495@7d5807d6775db09b88d80fe93466ac64-ODA4MGU0NjAzZg

3. შიმშერი (Рыба-меч, swordfish) - ზოგადად, ეს თევზი შეფ-მზარეულების ერთ-ერთ საყვარელ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინაიდან ძალიან რბილი და ჰაეროვანია და ფაქტიურად არ აქვს ძვალი/ფხა. თუმცა, მისი მინუსი ის არის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომაც ისეც ხდება, რომ მას მაღაზიებში ხშირად მსგვასი, მაგრამ გაცილებით იაფფასიანი სახეობა პოლომბოთი ანაცვლებენ, რომელსაც იგივე პრობლემები აქვს, რაც ზვიგენს, ასე რომ თუ იაფიან შიმშერს შეხვდებით, მისგან თავის შეკავება აჯობებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_