ბლოგი:
თებერვალი 26, 2013
ავტორი Anika
ის სურნელები Angel და Alien ვისაც გიყვართ, დღევანდელი პოსტი თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი უნდა იყოს: ამ სურნელების განახლებულ ვერსიებს სულ მალე იხილავს მომხმარებელი.
პირველად Aqua Chic-ის კოლექციის სურნელები გასული წლის გაზაფხულზე გამოვიდა. მაშინ ცნობილი სუნამოების უფრო მსუბუქი ვერსიები იყო წარმოდგენილი, რომელთან ახლებური განწყობის მიუხედავად, მისი ხასიათი მაინც ჰქონდა შენარჩუნებული. ეს ყველაფერი ახალი პარფიუმერული ტექნოლოგიების დამსახურება იყო: დისტილირებული წყლის ნაცვლად, რომელიც პარფიუმერული კონცენტრატის გასაზავებლად გამოიყენება, ჰიდროლატი გამოიყენეს - გარკვეული მცენარეების დისტილაციის გზით მიღებული წყალი. შედეგად კი ამ წყლის 30 პროცენტი გამომაცოცხლებელი აკორდებით არის გაჟღენთილი, რაც სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა.
წელს Thierry Mugler-ის ბრენდმა მისი საკულტო სუნამოების - Angel-ის და Alien-ის ახლებური ვარიანტები წარმოგვიდგინა. გახსოვთ, ალბათ, Angel პირველად 1992 წელს რომ გამოვიდა და იმ დროს ერთგვარი პარფიუმერული რევოლუცია რომ მოახდინა. ამ სუნამომ სათავე დაუდო არომატების დაჯგუფებას, რომლებიც დღეს “აღმოსავლური გურმანის” სახელით არის ცნობილი. თანაც მის შემადგენლობაში არცერთი ყვავილოვანი ნოტი არ შედიოდა. Angel Aqua Chic-ის შექმნისას ტიერი მიუგლერმა ამ აღმოსავლურ ნოტებს ვარდი დაუმატა, რამაც სურნელს ახლებური სუნთქვა შესძინა. Angel Aqua Chic-ის ახალ ვერსიას შუაგულში ვარდის წყლის ნაზი არომატი აქვს, რომელსაც ოდნაც სიმჟავეც გადაჰკრავს. საბოლოოდ კი ვარდი ჟოლოს და მწვანე ვაშლის სორბეს ერწყმის.
Alien კი კლასკური აღმოსავლური სურნელია, რომელსაც ახალ ვერსიაში ფორთოხლის ყვავილების წყლის აკორდები და ლიმონის და ვარდისფერი გრეიფრუტის ყვავილების ნოტები დაემატა. თუ თვალებს დახუჭავთ და წარმოიდგენთ ამ აკორდებს, მიხვდებით, რომ სურნელი მზის სხივების ენერგიას მოგაგონებთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა