ბლოგი:
თებერვალი 25, 2017
ავტორი Anika
ცივი, სუსხიანი ზამთრის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებს, ახალი სუნთქვით, ახალი შემართებით. ზამთრის თვეები საკმაოდ სტრესული არამხოლოდ ენერგორესურსების მხრივ, არამედ ესთეტიკური თვალსაზრისითაც: კანი, თმა დიდ ცვლილებებს განიცდის ამ დროს და პერმანენტულად უწევს ახალ სირთულეებთან გამკლავება. ცივი ქარი, ყინვა თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს თმის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქუდი თქვენი ზამთრის გარდეროდის განუყრელი ნაწილი არ არის. ამიტომაც, გაზაფხულის მოხლოვებასთან ერთად სხვა ყველაფერთან ერთად, თმის გამოცოცხლება-გალამაზებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რასაც სავალდებულოდ სალონში ვიზიტი არ ესაჭიროება და სახლის პირობებშიც შეგვიძლია გავაკეთოთ.
ბუნებრივი ნიღბები ამისთვის საუკეთესო გამოსავალია - დღევანდელ პოსტში რამდენიმე ასეთ ეფექტიან ნიღაბს შემოგთავაზებთ.
1. ქოქოსის ზეთის ნიღაბი, რომელიც საოცრად სასიამოვნო სურნელთან ერთად, სუპერდამატენიანებელი და ეფექტიანია თმის ღერების გამოსაცოცხლებლად. ამისთვის დაგვჭირდება 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ამ ყველაფერს ავურევთ კარგად პატარა ჯამში და გადავისვამთ თმის ღერებზე - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს. გრძელი თმა სამაგრით დავიფიქსიროთ და 15-30 წუთი გავიჩეროთ ასე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ შამპუნით და ბალზამით/კონდიციონერით, რომელსაც იყენებთ.
2. ბანანის ნიღაბი იდეალურია შედარებით თხელი თმის შემთხვევაში - ბანანში შემავალი კალიუმის დიდი ოდენობის წყალობით, თმის ღერი უფრო ძლიერი ხდება ისე, რომ თხელი თმა ზედმეტად არ თხელდება და იტკეპნება. ამისთვის დაგვჭირდება ერთი ცალი მწიფე ბანანი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ბანანს კარგად დავჭყლეტთ, ერთგვაროვანი მასა რომ მივიღოთ, დავუმატებთ თაფლს და თმაზე გადავისვამთ. 15-20 წუთი გავიჩერებთ და შემდეგ თბილი წყლით, შამპუნით ჩამოვიბანთ.
3. ავოკადო რომ ფანტასტიური დამატენიანებელია კანისთვის, ეს ბევრმა თქვენგანმა იცის ალბათ, მაგრამ თმაზე რამდენს გაქვთ გამოყენებული? თუ არასდროს გიცდიათ, აუცილებლად მოსინჯეთ: ნახევარ ავოკადოს კარგად გავსრესთ და დავუმატებთ ერთი კვერცხის გულს (კვერცხის გულში შემავალი ცხიმები და ცილები იდეალურად კვებავს თმას), ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ, გადავისვამთ თმის ღერებზე. 15-20 წუთი გავიჩერებთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანთ შამპუნით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა